2015 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად კვლავ კომპანია Apple-ი დასახელდა. საერთაშორისო საკონსალტინგო ფირმა „ინტერბრენდმა“ 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სია გამოაქვეყნა.  რეიტინგში მეორე ადგილს ინტერნეტ-გიგანტი Google, მესამეს კი Coca-Cola იკავებს. 2013 წლამდე მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის წოდებას სწორედ Coca-Cola ატარებდა.

წელს ინტერნეტბრენდის სიაში ციფრული ტექნოლოგიების ბაზარზე მომუშავე ყველაზე მეტი კომპანია მოხვდა. ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ასეულში -13 IT-კომპანიაა, მათ შორის Microsoft-ი, Samsung-ი და Facebook-ი.