ევროპარლამენტმა საბერძნეთისთვის 35 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა ზომების პაკეტს, რომელიც 2020 წლამდე პერიოდში საბერძნეთისთვის 35 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის პრესრელიზში.  ამგვარად, ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რეგიონალური განვითარების საკითხთა კომიტეტის წინადადებასა და ევროკომისიის გეგმას. ამ გადაწყვეტილებას მხარი 586-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 87, 21-მა კი თავი შეიკავა.

ვარაუდობენ, რომ 20 მილიარდი ევრო გამოიყოფა ევროპული სტრუქტურებისა და საინვესტიციო ფონდებიდან, 15 მილიარდი ევრო კი - სოფლის მეურნეობის ფონდებიდან.