სიკვდილით დასჯა 8 დოლარისთვის

ტეხასის შტატში 35 წლის მამაკაცს რვა დოლარის მოპარვისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ის 1998 წელს ძარცვის მიზნით მექსიკელ მიგრანტს დაესხა თავს, რა დროსაც მსხვერპლი შემოაკვდა. ხუან მარტინ გარსიამ ჰიუსტონში ჰიუ სოლანოს ესროლა და შემდეგ რვა დოლარი მოჰპარა. მექსიკელი აშშ-ში რამდენიმე კვირის ჩასული იყო თავის ოჯახთან ერთად. გარსიამ დანაშაული აღიარა. 11-წლიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლომ მისი სასიკვდილო ინექციით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

ტეხასის შტატი დასჯის ყველაზე მკაცრი ზომებით აშშ-ში ლიდერია.