პოლიციელებმა ჩასასვენებელში 500 კილოგრამზე მეტი ოდენობის შავი ხიზილალა აღმოაჩინეს

ხაბაროვსკის პოლიციამ ჩასასვენებელში 500 კილოგრამზე მეტი წონის შავი ხიზილალა აღმოაჩინა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გზაზე მოძრავი კატაფალკი სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერეს. პროტოკოლის შედგენის შემდეგ, ეტლის სალონის შემოწმება გადაწყვიტეს და გვირგვინების ქვეშ ხიზილალით სავსე ჩანთები აღმოაჩინეს, ჩასასვენებელში კი შავი ხიზილალის კონტეინერები.

რიტუალური სააგენტოს ორივე თანამშრომელი დაკავებულია. მათი თქმით, უცნობმა მამაკაცმა გარდაცვლილი ნათესავის ცხედრის ხაბაროვსკის მორგში გადასვენება სთხოვა და ამისთვის 25 ათასი რუბლი შესთავაზა.