“გაზპრომის“ პრეზიდენტი რუსეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერია

გამოცემა „ფორბსმა“ „გაზპრომის“ პრეზიდენტი ალექსეი მილერი რუსეთის ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ-მენეჯერად დაასახელა.

„ფორბსის“ ინფორმაციით, 2014 წელს მილერის წლიურმა შემოსავალმა 27 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით, 2 მილიონი დოლარით მეტია. გასული წლის რეიტინგის ლიდერმა, „ვითიბი“ ბანკის პრეზიდენტმა ალექსეი კოსტინმა „ფორბსის“ წლევანდელ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. სამეულში მოხვდა „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, რომლის წლიურმა შემოსავალმა 17,5 მილიონი დოლარი შეადგინა.