თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების ფონზე საფონდო ინდექსები დაეცა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსული „სუ 24“-ის ჩამოგდების ფონზე, რუსეთისა და ევროპის საფონდო ინდექსები დაეცა.

Nasdaq-ის ინფორმაციით, რუსეთის საფონდო ინდექსი 2,5%-ით, РТС-ის საფონდო ინდექსი კი 2,3%-ით დაეცა. ასევე შემცირდა უმსხვილესი რუსული კომპანიების აქციის ფასები - 1-2%-ით გაიაფდა „სბერბანკის“, „გაზპრომის“, „ლუკოილის“, „ვითიბისა“ და სხვა დიდი კომპანიების აქციები.

თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ურყოფითად აისახა მთავარ საფონდო ინდექსებზე.

0,1%-ით შემცირდა DIJA (Dow Jones Industrial Avarage) ინდექსი, 0,44%-ით შემცირდა Nasdaq-ის ინდექსი, 1,2%ით - 375,64 პუნქტამდე დაეცა Stoxx Europe 600, Euro Stoxx 50 კი 1,04%-ით, 0,22%-ით დაეცა S&P-ის ინდექსი. ბრიტანული FTSE 100-ინდექსის 0,5%-ით შემცირების ფონზე, შედარებით მეტით 1,4%-ით შემცირდა გერმანიის DAX Index და საფრანგეთის CAC 40-ის ინდექსი.

შედარებით სტაბილური ვითარება იყო აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, სადაც იაპონიის Nikkei 225 ინდექსი 0,2%-ით გაიზარდა, თუმცა 0,4%-ით შემცირდა ჰონგ კონგის ინდექსი.

თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ 24“, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გუშინ ჩამოაგდეს.