"თიბისი ლიზინგი" ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს

"თიბისი ლიზინგი" 27 ნოემბერს ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს. კომპანიის ინფორმაციით, პრეზენტაცია სასტუმრო"Rooms Hotel Tbilisi"-ში გაიმართება. "თიბისი ლიზინგი" ახალი პროდუქტის გაშვებას ერთთვიანი აქციის სახით გეგმავს. "ტოიოტას" ახალი ავტომობილების საოპერაციო ლიზინგის პრეზენტაცია სასტუმრო "Rooms Hotel Tbilisi"-ში 27 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან, "ტოიოტა კავკასიის", "ტოიოტა ცენტრი თეგეტას", "ტოიოტა ცენტრი თბილისის" და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. დღის პროგრამაში შედის პროდუქტის პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი მედიასთან და ფურშეტი", - აცხადებენ კომპანიაში.

ავტოლიზინგი ევროპასა და ამერიკაში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. აშშ-ში ავტომობილების 25% ლიზინგით ფინანსდება, ევროპაში კი მხოლოდ 2014 წელს 178 მილიარდი ევროს დაფინანსება გაიცა ავტომობილების ლიზინგის მიმართულებით. "თიბისი ლიზინგი" საოპერაციო ლიზინგს 2007 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა ამ ეტაპზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილების შეძენის მსურველ იურიდიულ პირებს უპრეცენდენტო პირობებით სარგებლობა შეეძლებათ. 0%-იანი თანამონაწილეობა და რამდენიმე "ოფცია" ვადის გასვლის შემდეგ: დაიტოვეთ, განაახლეთ ან დაუბრუნეთ ავტომობილი სალიზინგო კომპანიას - საქართველოში ავტომობილის ნაღდი ფულით ან განვადებით შეძენას 1-ელი დეკემბრიდან წონიანი კონკურენტი გაუჩნდება.

"თიბისი ლიზინგი" 2003 წლიდან ოპერირებს და ლიდერია საქართველოს ბაზარზე. კომპანია დაფუძნდა "თიბისი ბანკის" მიერ და ძირითადად ორიენტირებულია მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს ერთეულების ფინანსირებაზე. "თიბისი ლიზინგს" ამჟამად ბაზრის 75% უჭირავს. 35 თანამშრომლითა და 80 მილიონი ლარის ოდენობის პორტფელით კომპანია ამჟამად 500-მდე მომხმარებელს ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის პორტფელი დივერსიფიცირებულია და ისეთ ინდუსტრიებს მოიცავს, როგორიცაა მედიცინა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა, სერვისი, ტრანსპორტი და სხვა. Global Banking and Finance Review-მ "თიბისი ლიზინგი" დაასახელა 2015 წლის საუკეთესო სალიზინგო კომპანიად საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.tbcleasing.ge", - განმარტავენ კომპანიაში.