ჩინური სასწაული: პეკინში ხიდის რეაბილიტაცია 43 საათში დაასრულეს

პეკინში, სანიუანის ხიდის აღდგენის პროცესი 13 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყო. რეკონსტრუქციის სრულმა პროცესმა 43 საათს გასტანა. ხიდი პეკინში ერთ-ერთი მთავარი გზაგამტარია, რის გამოც მისი სწრაფად აღდგენა პრიორიტეტული იყო ქალაქისთვის. ჩინეთის მშენებლობის ისტორიაშიც კი, ასეთი სწრაფი რეაბილიტაცია რეკორდულია. ხიდის ძველი ზედაპირის ახლით ჩასანაცვლებლად 1300-მდე ტონა მასალა იქნა გამოყენებული.