საშობაო პუდინგი, რომელიც 10 000 ფუნტი სტერლინგი ღირს

დიდი ბრიტანეთი შობის დღესასწაულისთვის ემზადება. ცნობილმა შეფ-მზარეულმა მეტ ვორსვიკმა 10 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ტრადიციული საშობაო პუდინგი გამოაცხო. დესერტის ავტორმა ისეთი ინგრედიენტები გამოიყენა, როგორებიცაა 23-კარატიანი ოქრო და ელიტური ბრენდი.  28 წლის ვორსვიკი ყვება, რომ მაქსიმალურად ექსტრავაგანტული დესერტის შექმნა სურდა. „ეს ჩემი ყველაზე ძვირად ღირებული კერძია“, - ამბობს შეფ-მზარეული.

ვორსვიკი პუდინგს დაახლოებით ათი საათის განმავლობაში ამზადებდა. როგორც თავად აღიარა, საკუთარი „ნამუშევრით“ ძალიან ამაყობს.