ოქროს ფასი მინიმუმამდე დაეცა

ოქროს ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასი კიდევ 1.2 პროცენტით შემცირდა და 1 056.6 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ვერცხლს, ერთი უნციის ფასი 0, 5 პროცენტით შემცირდა და 14,11 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ძვირფასი მეტალების ფასების შემცირება დოლარის კიდევ უფრო გამყარებამ განაპირობა, რაც თავის მხრივ აშშ-ში მომავალ თვეში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია.