რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქურდეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "იზიმანი" გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, ქურდობა სავარაუდოდ გუშინ მოხდა. ორგანიზაციის თანამშრომელი აცხადებს, რომ გუშინ არ მუშაობდნენ და ოფისი დაკეტილი იყო, დღეს დილით კი სამსახურში მისულებს კარი ღია დახვდათ, ოფისში შესვლის შემდეგ კი გარკვეული ნივთები და ტექნიკა არ იყო.

თანამშრომლების თქმით, ,,იზიმანის" ოფისიდან გატანილია ლეპტოპები და ფოტოაპარატი.

მომხდართან დაკავშირებით აღიძრა საქმე, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.