საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2010-2014 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 1 319 155 ფიზიკური პირის მიერაა რეგისტრირებული.

მათგან 743 888 კაცია (56.4%) და 575 267 ქალი (43.6%). ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია, მათ შორის დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში.

მოქმედი კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად საქართველოში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომელთა მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

ნახეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე