ბაკურიანი დსთ-ის მასშტაბით ყველაზე საუკეთესო დაბალფასიანი კურორტების ათეულში მოხვდა

ბაკურიანი რუსეთისა და დსთ-ის ყველაზე დაბალფასიანი სამთო-სათხილამური კურორტების ტოპ-ათეულში მოხვდა.

რუსული ტურისტული პორტალის www.travel.ru-სა და ჟურნალ "ფორბსის" რეიტინგის თანახმად, ბაკურიანში დასვენება საშუალოდ 4 100 რუბლი ჯდება. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ორ ადამიანზე და მოიცავს დაბალფასიან სასტუმროში ერთი დღის გატარებას, ერთი დღის სქი-ფასსა და კაფეში სადილს.

რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებული იქნა ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა კურორტის პოპულარობა, ასევე მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საფასურის ხელმისაწვდომობა.

რეიტინგის თანახმად, ლიდერად დაბალფასიან სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის ყაზახური "შიმბულაკი" დასახელდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე