რუბლი, შესაძლოა, მსოფლიო მნიშვნელობის ვალუტა გახდეს

რუსული რუბლი, შესაძლოა, გლობალური მნიშვნელობის ვალუტა გახდეს. ამის შესახებ, Die Welt-ის ცნობით, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ. ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის ეკონომიკის მოცულობიდან და ბუნებრივი რესურსების სიუხვიდან გამომდინარე, რუბლი 2016 წელს 20 პროცენტით გამყარდება. ამასთან, რუსული ეროვნული ვალუტის გაძლიერებას ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდაც განაპირობებს. თუმცა, რუბლთან მიმართებაში არის ნაკლებად ოპტიმისტური მოსაზრებებიც.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ერთი ევრო 40 რუბლი ღირდა. ამჟამად, ერთი ევროს შეძენა 78 რუბლად არის შესაძლებელი.