თამბაქოს ბაზარზე დაწყებული ომი ფასებზე აისახა
თამბაქოს ბაზარზე დაწყებული ომი ფასებზე აისახა
4 იანვარი / 2016
ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა.
როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე. საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.
სიგარეტის ფასის ზრდას მომხმარებელთა მხრიდან მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ზოგიერთი მომხმარებელი კი თამბაქოზე ფასის მატებას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებს. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მისი ინფორმაციით, სიგარეტზე ფასის ზრდა „ომეგა მოტორსსა“ და „ჯიდი ალკოს“ შორის ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ბრენდის სიგარეტის შემოტანასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოჰყვა.
„ აგორებულ თემაზე ნუ ინერვიულებთ და პატარა სიმართლესაც გაგიმხელთ! მწეველებს დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ფასები ძალიან მცირედით გაიზრდება და არა ისე, როგორც თბილისს მოედო! მოკლედ Omega Motors-ის (იგივე BMW-ს ცენტრის) მფლობელმა "ბ-ნმა" - საქართველოს მძიმე წლებში, როგორც იცით, სიგარეტზე ვაჭრობით იშოვა დიდი ფული, რომლის "პაჩკებსაც" რაოდენობით კი არა და ნაბიჯებით ითვლის! ახლო წარსულში კი გამოჩნდა Gd Alco (ცნობილი თავისი ექსკლუზიური სასმელებით), რომლის ერთ-ერთმა თანამშრომელმაც გააფორმა Philip Morris-თან ხელშეკრულება და "დაახია" Marlboro, Parliament, LM, Chesterfield და Bond... ომეგა "იასნა", რომ აფექტშია და უჩივლა! - სასამართლოს დასრულებამდე კი „ჯიდი ალკო“ ვერ ყიდის 40 მილიონის პროდუქციას, „ომეგამ“ კი თითქმის ამოწურული მარაგის გამო ეს ამაყი ფასები დაადო (სახელის გასაფუჭებლად) ამ ბრენდებს. მოკლედ, დღეები დათვლილია იმის გამოც, რომ „ომეგას“ 120 მილიონი აქვს ვალი „ფილიპ მორისთან“ და ცხადია, დაკარგული აქვს ეს ბრენდებიც და მომავალიც“, - წერს „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

Read the English version on georgianjournal.ge

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე დასახელების სიგარეტი გაძვირდა.
2016 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,0%-ით, ხოლო 2015 წლის ივნისთან შედარებით 6,0%-ით შემცირდა.
ამბროლაურში არაალკოჰოლური სასმელების საწარმო ყოველწლიურად 5 მილიონი ლიტრის ოდენობის მინერალური და მტკნარი წყლის გამოშვებას შეძლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და მთავარ პროკურორს საგანგებო მიმართვას უგზავნის.
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ყველაზე მსხვილი შემომწირველი ”კახური ტრადიციული მეღვინეობაა”.
ყველას გაუგია წითელი, თეთრი, ვარდისფერი ღვინო, თუმცა, ლურჯი ღვინო ინოვაციაა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირი - ალექსანდრე მორბედაძე და დავით გიორგობიანი დააკავა.
საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრება და აკრძალვების დაწესება იგეგმება, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება, ან მოწევა მთლიანად აიკრძალება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.07.2016
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის გახსნის ცერემონია გაიმართა.
სრულად
30.07.2016
ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას 1-ელ აგვისტოს გააცნობს.
სრულად
30.07.2016
ლეონარდო დიკაპიროს საქველმოქმედო ფონდმა, რომელიც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მუშაობს,  მორიგი გრანტის შესახებ დააანონსა.
სრულად
30.07.2016
მომავალი წლიდან დამსაქმებლების მიერ შრომის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის გამკაცრება იგეგმება.
სრულად
30.07.2016
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.07.2016
31.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3479
EUR
1
EUR
2.6083
2.6083
GBP
1
GBP
3.0898
3.0898
RUB
100
RUB
3.5119
3.5119