შუა აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება
შუა აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება
4 იანვარი / 2016
ნავთობის ორ მთავარ მწარმოებელ - საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი თითქმის 2,5%-ით გაიზარდა და ბარელზე 38,5 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ბირჟაზე კი აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასმა 2%-ით მოიმატა და ბარელზე 38 დოლარამდე გაიზარდა.
ნავთობზე ფასების ზრდას ექსპერტები საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას უკავშირებენ. ერ-რიადმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა თეირანის მკვეთრი განცხადებებისა და ირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით საუდის არაბეთში 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა. საპასუხოდ ირანმა მწვავე განცხადებები გააკეთა, შიიტი მქადაგებლის სიკვდილით დასჯას ირანში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დიდი ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ფუნტი დოლართნ მიმართებაში ერთბაშად თითქმის 10%-ით დაეცა.
,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 19კმ-იან მონაკვეთს „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს, - ამის შესახებ  ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში"  აცხადებენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.
საქართველოს ვიცე პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმ ადამიანთა რაოდენობა ვისაც არ აქვს შესაძლებლობა 2 ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯოს თავის თავზე შემცირებულია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად, ნავთობის ფასმა ზრდა დააფიქსირა.
აშშ უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 220 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია საუბარი.
2016 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 203.1 მლნ ლარი შეადგინა,
„არ არის გამორიცხული, რომ ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდეს“
სოხუმის მარიონეტული რეჟიმი რუსული კომპანია „როსნეფტისგან“ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
მახაჩყალის პორტში არსებული კრიმინოგენური ვითარების გამო, საერთაშორისო ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა შესაძლოა, რუსეთის გავლით ნავთობის გადაზიდვაზე უარი თქვან
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.06.2016
წინა თვესთან შედარებით, მაისში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 5.6 %-ით შემცირდა.
სრულად
27.06.2016
მაისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.2 %-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი 2.9 %-ით შემცირდა.
სრულად
27.06.2016
ახალი პროექტი „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ დღეიდან დაიწყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.
სრულად
27.06.2016
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.06.2016
27.06.2016
USD
1
USD
2.2941
2.2941
EUR
1
EUR
2.5377
2.5377
GBP
1
GBP
3.1443
3.1443
RUB
100
RUB
3.5037
3.5037