რა ღირს სიგარეტი ევროპაში - რუკა ფასების მიხედვით

თამბაქო გაძვირდა - ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე, თუმცა, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, გაძვირებასთან აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი კავშირი არ აქვს და ეს ამ ბაზარზე სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება. PALITRATV.GE დაინტერესდა, თუ რა ღირს თამბაქო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ქვეყნები, სადაც სიგარეტი განსაკუთრებით ძვირი ღირს, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდიაა, ყველაზე იაფი კი ბელორუსსა და უკრაინაშია. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, სიგარეტის საშუალო ღირებულება 1.60 ცენტია, სომხეთში კი ბევრად იაფი - 80 ცენტი ღირს.

ნახეთ ვიდეო PALITRATV.GE-ზე