საფონდო ინდექსების ვარდნის გამო, მსოფლიოს ხუთმა მილიარდერმა 8,7 მილიარდი დოლარი იზარალა

ორშაბათს საფონდო ინდექსების ვარდნის შედეგად, მსოფლიოს ხუთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა საერთო ჯამში, 8,7 მილიარდი დოლარი იზარალა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დაზარალებულებს შორის ლიდერი „ამაზონის“ დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი გახდა, რომელმაც „ამაზონის“ აქციების 5,8%-ით ვარდნის გამო 3,7 მილიარდი დოლარი დაკარგა.

კომპანია „ინდიტექსის“ აქციების 3,5%-ით ვარდნის გამო 2,5 მილიარდი დოლარით - 70,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა კომპანიის დამფუძნებლის ამანსიო ორტეგას ქონება.

ჯამში 2,5 მილიარდი დოლარის დაკარგეს უორენ ბაფეტმა, კარლოს სლიმმა და ბილ გეიტსმა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ორშაბათის იღბლიანი გამოდგა კარლ აიკანისთვის, რომელიც ერთბაშად 210,4 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

ორშაბათის პირველი სესიის შედეგად, Dow Jones-ის საფონდო ინდექსი 1,58%-ით, S&P-ის ინდექსი 1,53%-ით, „ნაზდაქის“ ელექტრონული ბირჟა კი 2,09%-ით დაეცა. „ბიბისის“ ცნობით, S&P-ისა და „ნაზდაქის“ ინდექსებისთვის ეს ყველაზე ცუდი პირველი სესიაა 2001 წლის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე