2015 წლის ყველაზე "ფრთიანი" გამონათქვამები
2015 წლის ყველაზე "ფრთიანი" გამონათქვამები
6 იანვარი / 2016
"შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები"
2015 წელი პოლიტიკოსების რეზონანსული განცხადებებითაც გამოირჩეოდა, რომელთა ნაწილსაც "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას ეკონომიკურ "შოკუნიებზე" ისაუბრა.
ნოდარ ხადური: "გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო".
2015 წელს ნოდარ ხადურმა საკმაოდ საინტერესოდ განმარტა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაც: "ქამრების შემოჭერა არ გულისხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასის შემცირებას. არის სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯი, რომელთა შემცირებაც შესაძლებელია".
საზოგადოება საკმაოდ დიდხანს განიხილავდა თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებას საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საჩუქრებზეც:
"ზეიმებზე თოვლის ბაბუა დაპატიჟებული არავის ჰყავს. ვიღაც, როგორც ჩანს, თავისი ინიციატივით დადის", – აღნიშნა დავით ნარმანიამ და იქვე ხუმრობით დაამატა - "არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან".
2015 წელს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად "გაზპრომის" საკითხიც იქცა, რომელსაც არა მხოლოდ საზოგადოებაში, მმართველ გუნდშიც განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. რუსულ კომპანიასთან ქართული მხარის მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ, რასაც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ასე უპასუხა: "ჩვენდა სამწუხაროდ, არიან გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, მე მათ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს ვუწოდებ, რომლებიც რაღაცნაირად ცდილობენ, მოსახლეობას თავი შეახსენონ. თქვენ იცით, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები მოდის და ამ თემის ირგვლივ გარკვეული მანიპულირება მოხდება. არაერთხელ აღვნიშნე და თქვენც ესწრებოდით იმ პრეზენტაციას, რომელიც წარმოვადგინე, თუ რა ურთიერთობები იყო წლების განმავლობაში, რა მოცულობის გაზს ვიღებდით, ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ. მან ალბათ უფრო მეტად უნდა წაიკითხოს ის განცხადებები, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრის მხრიდან იყო გაკეთებული და კითხვა არ დარჩება".
მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ლარის გაუფასურებას რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირებდნენ და ეკონომიკურ საფრთხეებს კატეგორიულად უარყოფდნენ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გუნდის წევრებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა:
"სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ... თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება. საზოგადოდ, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობას. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს".

გასული წელი იმითაც საინტერესო იყო, რომ პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ "ჭკვიან დიასახლისებს" ხორცის იაფად შეძენის საიდუმლო გაუმხილა:
"თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება".
განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც თბილისში გამართულ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფორუმზე
ყოფნა, ფაქტობრივად, პირად შეურაცხყოფად აღიქვა.
"ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი "იბიარდზე" იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები - მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ".
აღნიშნული განცხადების გამო გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი "ბიბისიზეც" მოხვდა.

რუსა შელია
კომენტარები (3)
07.01.2016
მიტრო
ვახ ღმერთო გვიშველე რამე !!!
07.01.2016
ჩჩჩჩჩჩჩჩჩჩჩ
გქონდეც ამათი იმედი,მათხოვრები
მსგავსი სიახლეები
ტროტუარებზე პარკირების ადგილებს ეტაპობრივად ვაუქმებთ
სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს - საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება
ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახლა თქვენ დაგვიდექით გვერდში
დავით ნარმანია თბილისის მერის პოზიციასთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორობასაც ითავსებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარს შეხვდა.
25 სექტემბერს, დავით აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტირებული შენობების პრეზენტაცია ოფიციალურად მოხდება
2014 წლიდან 2016 წლის საანგარიშო პერიოდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 2,874 402 მ2 ფართობზე ჩატარდა
2014-16 წლებში თბილისში აშენდა 7 ახალი და აღდგა სამი საბავშვო ბაგა-ბაღი.
თბილისის მერი დავით ნარმანია საცობების შექმნის მთავარ პრობლემად ავტომანქანების რაოდენობის ზრდას ასახელებს.
კუს ტბის საბაგიროს აღდგენა მნიშვნელოვანია კუს ტბის ასასვლელის საცობებისგან განტვირთვის და ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.09.2016
300 ათასი ფერმერიდან აგროდაზღვევით 16 ათასამდე ადამიანი სარგებლობს.
სრულად
29.09.2016
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის საქართველო 59-ე ადგილზეა.
სრულად
29.09.2016
ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება.
სრულად
29.09.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
სრულად
29.09.2016
მინსკელმა ბიზნესმენმა ფრიად ორიგინალურად და რომანტიულად გადაწყვიტა მოეგვარებინა ბინის საკითხი
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.09.2016
30.09.2016
USD
1
USD
2.3286
2.3297
EUR
1
EUR
2.6113
2.6132
GBP
1
GBP
3.0283
3.0284
RUB
100
RUB
3.6481
3.6850