BMW-მ ამერიკის გვირგვინი არავის დაუთმო
BMW-მ ამერიკის გვირგვინი არავის დაუთმო
6 იანვარი / 2016
ამერიკის ავტობაზარზე, რომელიც პრემიუმსეგმენტში უმსხვილესია, ამ კატეგორიის ავტომწარმოებლებისთვის ერთგვარი პრესტიჟია, იყო ყველაზე გაყიდვადი პრემიალური ბრენდი.
2015 წელი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდა კომპანიებისთვის - ერთმანეთს პირველობაში ეცილებოდნენ გერმანული BMW და Mercedes-Benz, იაპონურმა Lexus-მა კი მხოლოდ შემოდგომიდან დაიწყო პოზიციების გამყარება. თუმცა ის, რაც ამ კომპანიამ დეკემბერში ”ჩაიდინა”, ნამდვილად მოულოდნელი, იყო.
დეკემბრამდე ყველას ეგონა, რომ Lexus სტაბილურად მესამე ადგილზე დაასრულებდა წელს, მაგრამ დეკემბერში კომპანიამ მოახერხა და კონკურენტებზე ბევრად მეტი ავტომობილი გაყიდა, შესაბამისად ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეორე ადგილზეც კი გადაინაცვლა. ”ლექსუსმა”
You must have Flash Player installed in order to see this player.
დეკემბერში 41 380 ავტომობილი გაყიდა, მისმა გერმანელმა კოლეგებმა ბავარიიდან კი 34 625, ხოლო ”სამქიმიანებმა” მხოლოდ 34,203.
ამერიკულ ბაზარზე Lexus-მა 10 წლიანი ლიდერობა 2011 წელს იაპონიის დამანგრეველი მიწისძვირს შემდეგ დაკარგა და მას შემდეგ ვერ დაიბრუნა, BMW-მ კი ეს ტიტული უკვე მეოთხედ შეინარჩუნა. Mercedes-Benz-მა მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს მოახერხა პირველ ადგილამდე აღზევება, თუმცა კომპანიაში ყოველი წლის დეკემბერში აცხადებდნენ, რომ ისინი კონკურენტებისგან განსხვავებით არ აპირებდნენ ”არანორმალურ” ფასდაკლებებს მხოლოდ იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ ნომერ პირველი პრემიუმ მწარმოებელი ამერიკაში.
ამერიკის პრემიუმსეგმენტი 2015 წელს 7,7%-ით გაიზარდა - ისტორიაში პირველად გადაცდა ორმილიონიან ნიშნულს და 2.03 მილიონი შეადგინა.

ამერიკის 2015 წლის პრემიუმსეგმენტის გაყიდვები ასე გამოიყურება

BMW 346,023
Lexus 344,601
Mercedes-Benz 343,088
Audi 202,202
Acura 177,165
Cadillac 175,267
Infiniti 133,498
Lincoln 101,227
Land Rover 70,582
Volvo 70,047
Porsche 51,756
Tesla 22,800
Jaguar 14,466
Maserati 11,697
Alfa Romeo 663
Bentley 2,686
Ferrari 2,124
Rolls-Royce 1,140
Lamborghini 756
დანარჩენი 1,100 (მათ შორის Aston Martin, Lotus და სხვა)
P.S. პრემიუმსეგმენტის ახალი ავტომობილების გაყიდვების მსოფლიო მასშტაბით მონაცემები 15 იანვრიდან გახდება ცნობილი.


კოკა კვირკველია

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
2017 წელს გლობალურ სარეკლამო ბაზარზე რეკლამასა და მარკეტინგზე დანახარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
სულ რაღაც 25 წლის წინ ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა, დღეს კი ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
საკონსულტაციო კომპანიამ Challenger-მა და Gray & Christmas-მა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებში მომუშავეთა შემცირების პროგნოზი 330 ათასიდან 370 ათას ადამიანამდე გაზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ ატლანტიკ სიტიში დაარსებული კაზინო ტაჯ მაჰალი მუშაობას წყვეტს.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთთან საქმიანი კავშირები აქვს. ამის შესახებ გამოცემამ The Washington Post-ი წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს საქართველოში თავისი საყვარელი ღვინო აქვს, რომელსაც თურმე ხშირად უკვეთავს კიდეც.
ფრანგულმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა LVMH-მა( Louis Vuitton Moët Hennessy) კომპანია G-III Apparel-თან ხელშეკრულება გააფორმა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინურმა კომპანიებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 18,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს
ტაქსის გამოძახების ამერიკული კომპანია Uber-ი ჩინურ სატრანსპორტო კომპანია Didi Chuxing-თან ბიზნესს გაიყოფს.
აშშ იაპონიას  კუნძულ ოკინავას ნაწილს დაუბრუნებს, სადაც ამერიკელი სამხედროები მომზადებას გადიოდნენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.08.2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სრულად
26.08.2016
მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა რუსეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონად ზედიზედ მეორედ დასახელდა.
სრულად
26.08.2016
საფრანგეთისა და გერმანიის ინიცირებით, ევროპული კომისია „ევროპული ESTA“-ს სისტემის შემოღებას გეგმავს.
სრულად
26.08.2016
უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ
სრულად
26.08.2016
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.08.2016
26.08.2016
USD
1
USD
2.2976
2.2857
EUR
1
EUR
2.5915
2.5817
GBP
1
GBP
3.0418
3.0228
RUB
100
RUB
3.5471
3.5239