საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფდება
საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფდება
8 იანვარი / 2016
2016 წელი ნავთობის მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი უკვე 33 დოლარს ქვემოთ დაეცა და 11-წლიანი რეკორდიც მოხსნა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასავლური მედიის ინფორმაციით, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და აშშ-ის მარაგის ზრდამ გამოიწვია. შავი ოქროს გაიაფების პარალელურად, გაუფასურდა რუსული რუბლი. გუშინ ერთმა დოლარმა - 74 რუბლს, ევრომ კი 80 რუბლს გადააჭარბა.

საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფებულა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მსოფლიო ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე იოდნავ მოგვიანებით აისახება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტა არ გაუფასრუდება. ლარის კურსის დაცემის შემთხვევაში, ქვეყანაში საწვავის ფასი, სავარაუდოდ, აღარ დაიკლებს. ეროვნული ვალუტა კი ბოლო რამდენიმე დღეა დაბლა მიცოცავს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 33 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ფიუჩერსების დაცემა განპირობებულია ბაზარზე გადაჭარბებული შეთავაზებით.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ის ნავთობის რეზერვებმა 1930 წლის შემდეგ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკის მარაგი, საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 130 მილიონი ბარელით მეტია. გარდა ამისა, პარასკევს შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად 40 წლის განმავლობაში ნავთობის ექსპოტზე არსებული აკრძალვა გააუქმა.

არადა, 2015 წლის მიწურულს ოპეკის წევრ ქვეყნებში ვარაუდობდნენ, რომ ნავთობი გაძვირებას 2016 წლიდან დაიწყებდა და მოპოვების მაღალი ხარჯის გამო, მასზე ფასის ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდებოდა. მათი პროგნოზი არ გამართლდა. ახალი 2016 წელი სწორედ შავი ოქროს მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. გუშინ ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობი 32,64 დოლარი ღირდა, ლონდონის ბირჟაზე კი - 32,77 დოლარი. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ბიუჯეტი "შავი ოქროს" ფასზეა მიბმული (რუსეთი, ვენესუელა, ნიგერია) სერიოზულად ზარალობენ. მომხმარებელ ქვეყნებს კი პროდუქტი უიაფდებათ, თუმცა მცირე ეკონომიკის ქვეყნებში ამ პროცესის თანმდევი დოლარის გამყარება ლამის ეკონომიკურ კოლაფსად იქცეს. ასეთი სიტუაციაა საქართველოშიც. ბაზარზე საცალო ქსელში 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულება საერთაშორისო ფასის ადეკვატური ჯერ კიდევ არ არის.

ნავთობკომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ნავთობის საბითუმო ბაზარზე ასე სწრაფად ვერ აისახება. "ბოლო პერიოდში ნავთობის გაიაფებამ საქართველოს ბაზარზე ასახვა უკვე ჰპოვა. საბითუმო ბაზარზე ფასები შემცირებულია, განსაკუთრებით დიზელზე. რაც შეეხება ბოლო დღეების ვითარებას, როდესაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნავთობი 33 დოლარამდე შემცირდა, ეს ადგილობრივ ბაზარზე უცებ ვერ იმოქმედებს. საერთაშორისო ბაზარზე კლების ტენდენცია თუ გაგრძელდება, შესაბამისად, ჩვენთანაც მოხდება გაიაფება, თუმცა საქართველოში საწვავის ფასი დამოკიდებულია ლარის კურსზე. ახლა მთავარია, ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდეს", - განუცხადა "რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ.

საქართველოში ნავთობის ფასი "პლატცის" მიხედვით დგინდება. ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი 303 დოლარია, ბენზინისა კი - 442 დოლარი. იაკობიძის თქმით, საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი 1,24-1,25 ლარი ღირს, ხოლო 1 ლიტრი დიზელი 1,14-1,15 ლარის ფარგლებშია. საწვავის ფასი ადეკვატურია არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზეც, სადაც 1 ლიტრი დიზელი, საშუალოდ, 1,35-1,40 ლარად იყიდება, ხოლო ბენზინი - 1,5 ლარად.

მიუხედავად ფასის კლებისა, მსოფლიოში ნავთობის ღირებულებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჯერ კიდევ არ არსებობს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი წელს საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ვარაუდობს, ნაწილის აზრით კი, "შავი ოქრო" ცოტათი გაძვირდება, საბოლოოდ ყველა თანხმდება, რომ კიდევ 5 წლის განმავლობაში ნავთობზე დაბალი ფასი შენარჩუნდება და 80 დოლარიან ნიშნულს მხოლოდ 2020 წლისთვის მიაღწევს. ამ პროგნოზს არ ეთანხმებიან საუდის არაბეთში. ქვეყნის ნავთობის მინისტრის ალი ნაიმის პროგნოზით, უახლოეს წლებში მსოფლიოში ნავთობი არათუ გაძვირდება, პირიქით, გამორიცხული არ არის, 1 ბარელის ღირებულება 10 დოლარამდეც კი ჩამოვიდეს.

ნავთობის მარაგი, ძირითადად, თავმოყრილია სპარსეთის ყურის ორივე ნაპირზე და მის კონტინენტურ შელფზე. ამ რეგიონში "შავი ოქროს" უდიდესი მარაგი აქვს: საუდის არაბეთს, ირანს, ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს. მოცულობით ნაკლები, მაგრამ საექსპორტოდ სავსებით საკმარისი ნავთობი აქვს ყატარს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ყველაზე მეტი დადასტურებული მარაგი ვენესუელას აქვს, მსოფლიოში "შავი ოქროს" ნომერ პირველი მომპოვებელი ქვეყანა საუდის არაბეთია. ამ ქვეყანაზე მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 13,3% მოდის. მეორე ადგილს რუსეთი იკავებს - 12,8%, შემდეგია ამერიკა - 9,6%, ჩინეთი - 5%, კანადა - 3,3%, ირანი - 4,2%, მექსიკა - 3,5% და სხვა ქვეყნები.

ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (4)
09.01.2016
სტატუს ქუო
ეტყობა, ნავთობპროდუქტების ქართული მაფია ბიძინაზე გავიდა და დიიიდ ფულს აძლევს რეგულარულად.....
09.01.2016
ნუგზარ
ნავთბის გაძვირება კი მყისიერად აისახბოდა საქართველოში საწვავის ფასზე და მას მეორე დღესვე აძვირებდნენ. სად არის ლოგიკა?
მსგავსი სიახლეები
თუ თითო უცხოური ძირიდან ორი ვედრო ჩამოდის, სრულმსხმოიარე ქართული ბლიდან 12 ყუთი იკრიფება და თითო ყუთში 36 კილოგრამია.
მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1461 ლარი გახდა.
უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.
6 თვის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს გადასცდა.
აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1473 ლარი გახდა.
26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა.
ლარის კურსის გამყარების ფონზე, საწვავის ფასების თემა კვლავ გააქტიურდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.05.2016
თვითმფრინავის ერთი საბრძოლო გაფრენა რუსეთის ბიუჯეტს უჯდება საათში 12.000 დოლარი, შვეულმფრენის საბრძოლო გაფრენა - საათში 3.000 დოლარი, საბრძოლო მასალები - 700 000 დოლარი
სრულად
30.05.2016
"ნაცვლად იმისა, "ჭკვიან შუქნიშანს" დაერეგულირებინა მოძრაობა და განეტვირთა საცობები, პირიქით, ხშირად საცობის წარმოქმნის მიზეზი ხდება"
სრულად
29.05.2016
ბრიტანული Post Office Travel Money-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპაში ალკოჰოლური სასმელები ყველაზე იაფი პრაღაში ღირს.
სრულად
29.05.2016
ბანკნოტების კოლექციონერთა საერთაშორისო ასოციაციამ (IBNS) 2015 წლის საუკეთესო ბანკნოტი დაასახელა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.05.2016
30.05.2016
USD
1
USD
2.1461
2.1461
EUR
1
EUR
2.3985
2.3985
GBP
1
GBP
3.1438
3.1438
RUB
100
RUB
3.2531
3.2531