დიდი კონტრაბანდული რებუსი
დიდი კონტრაბანდული რებუსი
12 იანვარი / 2016
"ნახატი საბაჟო პუნქტიდან გაიტანეს საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე დიპლომატის დახმარებით"

გასულ კვირას სკანდალური ინფ­ო­რმაცია გავრცელდა - თურქმა­ სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ბიზნესმენი, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან გაიტანეს ანტონ ვან დეიკის 14 მილიონად შეფასებული­ ნახატი.

თავდაპირველად ითქვა, რომ დაკავებული ბიზნესმენები ქართველები იყვნენ. თუმცა, შსს-მ მალევე უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა: "თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. თურქეთის შს სამინისტროს ატაშეს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების, ისე - ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება".

მალე თურქულ მედიაში კიდევ რამდენიმე ცნობა გამოჩნდა. ერთი წყარო ირწმუნება, რომ თურქმა ბიზნესმენებმა საქ­ა­რთველოში ნახატისთვის ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტეს, რაშიც 200.000 დოლარი გადაიხადეს, მეორე წყარო კი აზუსტებს, რომ მათ 200.000 დოლარი არა ექსპერტიზაში, არამედ მის შეძენაში გადაიხადეს...

ამასობაში კი ნახატს პატრონიც გამო­უჩნდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისელი ეკა აბაშიძე აცხადებს, რომ მისი ოჯახის საკუთრება იყო და 2013 წელს გაასხვისეს.
ეკა აბაშიძე: - ეს ნახატი საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს, არავითარი ბიზნესმენები ისინი არ ყოფილან. იმხანად ოჯახს ჩემი ძმისთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად თანხა სჭირდებოდა­ და ნახატის გაყიდვა გადავწყვიტეთ­. ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში ჩართული უამრავი ადამიანი მოდიოდა და გვთავაზობდნენ კაპიკებს... შემდეგ მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც 37.000 დოლარი შემოგვთავაზეს. გავაფორმეთ ხელშეკრულება და დაგვიტოვეს 7.000 დოლარი, დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილან... როცა ჩემი ძმა გათავისუფლდა, სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ­ და დავა მოვიგეთ. ეს 2013 წელს მოხდა. ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, დაეკისრა 30.000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე არავითარი ქონება არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებია. ნახატს საქართველოსთან ნამდვილად­ აქვს კავშირი და აბაშიძეების სახლში რომ ეკიდა, ოჯახის ყველა ახლობელმა იცის.

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ახლახან თურქეთში ნაპოვნი ვან დეიკის ნახატი ზუსტად ის არის, რაც ოჯახში გქონდათ?
- მე დავხატე ინიციალები და თუ ამ ნახატზე აღმოჩნდება, ნამდვილად ის არის, რაც ჩვენ გვეკუთვნოდა.

- და ის ნამდვილად ორიგინალია?

- ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ექსპერტიზა ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და არ ჩაგვიტარებია. ისიც კი არ ვიცი, რა ჰქვია ამ ნახატს. როცა ნახატის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გასხვისებაზე ხელშეკრულება შევადგინეთ, მაშინ არც ის ვიცოდით, ვინ იყო ტილოს ავტორი.

"კვირის პალიტრას" ტრაბზონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოსმან მჟავანაძეც ესაუბრა.

- თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქაურმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო დანაშაულის ფაქტზე ბიზნესმენები დააკავეს. მათივე ცნობით, ისინი "ტექსტილის" მფლობელები არიან, ამ სახელწოდების კომპანიები კი საქართველოშიც არის რეგისტრირებული. ალბათ, თავდაპირველად ამიტომ გამოითქვა ვარაუდი, რომ დაკავებულები ქართველები იყვნენ (თუმცა, საქა­რთველოში რეგისტრირებული შპს "ბაშარან­ ტექსტილის" მფლობელიც ეროვნებით თურქი ბულენთ ბაშარანია, "იდეალ ტექსტილისა" კი - ასევე თურქი ჰუსეინ ირენი - ე.ა.). როგორც ვიცი, დაკავებულები თურქეთში რეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლები არიან.

როგორც შევიტყვე, ნახატი საქართველოში არ შეუძენიათ. ის საქართველოში­ ევროპიდან შეიტანეს და მისი გაყიდვის მსურველს დაუკავშირდა თურქი ბიზნესმენი, რომელიც მზად იყო, ანტონ ვან დეიკის ნახატში 14 მილიონი თურქული ლირა გადაეხადა, თუმცა, ორიგინალობის დამადასტურებელი ექსპერტიზის ცნობა მოითხოვა. თურქული მხარის ინფორმაციით, ნახატს ექსპერტიზა საქართველოში ჩაუტარდა და ამისთვის 200.000 გადაიხადეს. ეს ფული საქართველოში დარჩა... ახლა გამოძიება სწორედ ამის დასადგენად მიმდინარეობს.

- ნახატი სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტიდან გაიტანეს?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი. თუმცა, თურქული მედია იუწყება, რომ ნახატი საბაჟო პუნქტიდან გაიტანეს საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე დიპლომატის დახმარებით.

- საქმე როგორ გაიხსნა?
- მავანი, რომელიც ვითომ 14 მილიონად აპირებდა თურქი ბიზნესმენებისგან ნახატის შეძენას, სინამდვილეში პოლიციელი აღმოჩნდა. "ტექსტილის" მფლობელი ბიზნესმენები და ეს პოლიციელი საქმის მოსაგვარებლად ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდნენ ერთმანეთს და გვერდიგვერდ დაბინავდნენ. დაკავების ოპერაციაც ნახატის გადაცემისას განხორციელდა...

ვანდა მუჯირი, გალერეა "ვანდას" ხელმძღვანელი: - ექსპერტიზა იმის დასადგენად, ნახატი ორიგინალია თუ არა, საქართველ­ოში ვერ ჩატარდებოდა. ამას სპეციალური ლაბორატორია სჭირდება. თუმცა,­ არსე­ბობს­ შპს-ები, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან...
ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. სიმართლე გითხრათ, არადამაჯერებლად მეჩვენება, რომ მავანმა ექსპერტიზაში 200.000 გადაიხადა, მაგრამ თუ ასეა, ამ ფულს ტყუილად ხომ არ გადაყრიდა?! გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმ ბეჭდით და ხელმოწერებით, რომლებიც ექსპერტიზის დოკუმენტს ახლავს. ცხადია,
თუ რომელიღაც თაღლითურმა ჯგუფმა თავი საექსპერტო ბიუროდ გაასაღა, ეს ამბავი უნდა გამოაშკარავდეს. თუმცა, მეეჭვება, რომ ასე მარტივად იყოს საქმე.
მეც დიდი ინტერესით ველოდები შსს-ს ინფორმაციას...

"კვირის პალიტრა" კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსს მიხეილ ძაგნიძეს დაუკავშირდა: - გამოძიებას თურქული მხარე აწარმოებს. პირველ რიგში­ დასადგენია, რა ტილოსთან გვაქვს საქმე, დასაზუსტებელია მისი ავთენტურობა, ვისი შესრულებულია და სხვა. შემდეგ შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ, ნახატმა­ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი თუ არა, ან ოდესმე­ იყო თუ არა საქართველოში. სანამ არ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ.

ეკა ასათიანი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (1)
18.01.2016
ჰმმმ
აბაშიდზეებსს რომ ეკიდატ იმ გაჯირვებისს დროსს 80 იანი წლები მაქვსს მხედველობასი რა პასად შეიდზინა ? ესეგი მოპარული ვიღაცამ უსაჩუქრა უკეტესს შემტხვევაში. ისე ნაქურდალის ყიდვა ტუნდაც საჩუქრად მიღება სირცხვილის მოტანის მეტსს არაპერსს გიქადდისს . ისე სირცხვილი იმ ოჯახებს ნაქურდალიტ იდებსს ტავსს გინდ საქარტველოში გინდაც მტელ მსოპლიოში. პატიოსანი შრომიტ შედზენილი ყველაზე დიდი სიმდიდრეა
მსგავსი სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად,
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შედგება ბიზნესხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ბიზნესმენებთან რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს.
შპს ”ეფლ სიტის” მტკიცებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე 25 მაისს ბიზნესმენებთან რიგით მეორე შეხვედრას გამართავს.
უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის Wal-Mart-ის დამფუძნებელი, ამერიკელი მეწარმე სემ უოლტონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტენდერებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ხვალ ბიზნესმენებთან პირველ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიზნესმენებს აიძულებენ, პროექტ Chek in Georgia-ში ჩაერთონ და უანგაროდ დააფინანსონ, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.07.2016
თბილისში საზაფხულო ბაღებმა დაიწყო ფუნქციონირება.
სრულად
02.07.2016
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დღეს, გორსა და სიღნაღში ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება.
სრულად
02.07.2016
ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 10 პიანინო დაიდგმება, რომელსაც თანამედროვე მხატვრები მოხატავენ.
სრულად
02.07.2016
საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ გაცნობის მიზნით შიდა ქართლის მოსახლეობისთვის გორის უნივერსიტეტში მორიგი შეხვედრა გამართა.
სრულად
01.07.2016
კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თავთავიანთი კულტურების მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
01.07.2016
02.07.2016
USD
1
USD
2.3200
2.3093
EUR
1
EUR
2.5861
2.5661
GBP
1
GBP
3.1232
3.0737
RUB
100
RUB
3.6156
3.5989