გაძვირდება თუ არა მედიკამენტები?
გაძვირდება თუ არა მედიკამენტები?
12 იანვარი / 2016
"წამლის ხარისხზე ბევრი რამ მოქმედებს: ტემპერატურა, შენახვის პირობები, წნევა და ვიბრაციაც კი"

2016 წლიდან საქართველოში მედიკამენტების ხარისხს უფრო მეტი ყურადღება მიექცევა: პროგრამაში "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ", მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, რომელიც სამკურნალო საშუალებებზე ხარისხის კონტროლს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. სამკურნალო საშუალებების ხარისხის პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2015 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარით იყო განსაზღვრული. როგორც bpn.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განუცხადეს, პროგრამის ბიუჯეტი ჯერჯერობით 100 ათასი ლარია, თუმცა მისი კორექტირება გარდაუვალია. სავარაუდოდ, ეს თანხა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, თუკი აქამდე მედიკამენტების ხარისხის კონტროლს მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებდა, ახლა ამ პროცესში საერთაშორისო ლაბორატორიებიც ჩაერთვებიან, რაც სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის: "ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა მასში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას... თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებში გაჩნდა ეჭვი: მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება სააფთიაქო ქსელში წამლების გაძვირებას ხომ არ გამოიწვევს? - bpn.ge-მ ამ შეკითხვით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა, თუმცა მათ ამ საკითხზე დაზუსტებული პასუხი არა აქვთ: "ჯერჯერობით, არ ვიცით, რა იგულისხმება ამ ახალ რეგულაციაში. როცა ზუსტად გვეცოდინება რეგულაციის შინაარსი, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ სწორი პასუხის გაცემას", - გვითხრა კომპანია "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლალი ბრეგვაძემ. დაახლოებით იგივე პასუხი გაგვცეს კომპანია PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გორგასლიძე, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აცხადებს, რომ ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ფასების ზრდასთან კავშირი არ ექნება:
- თუ მედიკამენტების ხარისხი უცხოურ ლაბორატორიებში გადამოწმდება, ეს ძალიან კარგი იქნება. ყველა ქვეყანა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამოწმებს მედიკამენტების ხარისხს და ჩვენ რა ვართ ისეთები, რომ არ შევამოწმოთ? ადრე კონტროლი შერჩევითი იყო, ახლა კი, ყველა სამკურნალო საშუალება შემოწმდება და ამის გამო უფრო დაცულები ვიქნებით. ჩინური წამალიც შეამოწმონ, ინდურიც და ევროპულიც, ამით რამე დაშავდება?
ნანა გორგასლიძის თქმით, "შეიძლება ამ პროცესს ფინანსური დანახარჯები მოჰყვეს, მაგრამ თუ გვინდა საქართველოში წარმოებული და შემოსული სამკურნალო საშუალებები ხარისხიანი იყოს, თანხის გაღება არ უნდა დაგვენანოს: წამალი, ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ის უსაფრთხო და საიმედო უნდა იყოს".
ნანა გორგასლიძე - მართალია, ევროპული წამლები უფრო საიმედოა, მაგრამ არავინ იცის, ტრანსპორტირების დროს სად, რა პირობებში, ან რა პროდუქტის გვერდით ჰქონდათ შენახული. არ ვიცით, რა ტემპერატურაზე ინახებოდა ესა თუ ის სამკურნალო საშუალება. მე ეჭვი კი არ შემაქვს, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა ცუდად ამზადებს მედიკამენტებს, მაგრამ ტრანსპორტირების პირობებიც ძალზე მნიშვნელოვანია. თქვენ წარმოიდგინეთ, სამკურნალო საშუალებაზე მაღალი წნევა და ვიბრაციაც კი მოქმედებს. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველა მედიკამენტის ხარისხი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს. ხარისხის კონტროლს არანაირი კავშირი არა აქვს წამლის ფასთან.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე კი მიიჩნევს, რომ ყველა ხარჯს სახელმწიფო კისრულობს, ამიტომ მედიკამენტები არ უნდა გაძვირდეს:
- ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზეა ლაპარაკი, მედიკამენტების კონტროლის შემოწმება არ გულისხმობს კომპანიების და ბიზნესის ხარჯს, შესაბამისად, ვერც იმოქმედებს ფასწარმოქმნაზე. მით უმეტეს, მაკონტროლებელ სამსახურს გასულ წელსაც ჰქონდა უფლება ქართული საწარმოები შეემოწმებინა. ქართული წარმოების წამლების უცხოეთში შემოწმების საჭიროება შეიძლება არც დადგეს, მაგრამ თუნდაც ასე მოხდეს, ეს წარმოებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება. სასურველია შემოწმდეს როგორც ადგილობრივი, ქართული წამლები, ასევე ევროპიდან შემოსულიც. მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა არ უნდა იყოს. მართალია, მოწინავე ქვეყნებში არსებობს წარმოების უმაღლესი ხარისხი - ე.წ. GMP, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მედიკამენტი ბაზარზე სულ სხვა გზებით მოხვდეს.
სად, რომელ ლაბორატორიებში უნდა შეამოწმონ მედიკამენტები? - ამის თაობაზე გია თვალავაძემ აღნიშნა:
"სამინისტროს ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ძირითადად გამოყენებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და სერტიფიცირებული ლაბორატორიები, რადგან ისინი ყველა თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ლაბორატორიების შერჩევა ახლა მიმდინარეობს. რაც მთავარია, პროგრამა შემუშავებულია, ძირითადი თანხაც გამოყოფილი, უფრო კონკრეტული საკითხები კი, სულ მალე გაირკვევა", - გვითხრა ბატონმა გიამ.

ხათუნა ჩიგოგიძე
კომენტარები (7)
12.01.2016
ყველაფერს (ყველას) ერთბაშად ვერ გასწვდება ერთი სამინისტრო
რამდენჯერაც დამჭირდა, ყოველთვის გულისხმიერი და ყურადღებიანი დამოკიდებულება მივიღე ამ სამინისტროდან. თვალავაძეზე დაწერეს რაღაც სიბინძურე და იმდენად უნამუსობა იყო არავინ დაიჯერა. რა თქმა უნდა, ეს ხალხი წამლის ფასებზე უშუალოდ ვერ მოქმედებს, თუმცა, ეს საკითხი- ფასები, აუცილებლად მისახედია.
12.01.2016
ქალბატონო ნათელა,
გასაგებია თქვენი გულისტკივილი, მაგრამ... ბაბუათქვენი შაკიკს სამ დღეში რომ არჩენდა, იმას ნიშნავს, რომ მერე საერთოდ აღარ ემართებოდა შეტევა/ანუ, ნობელის პრემიის პერსპექტივის მქონე საიდუმლო გქონიათ საგვარეულოში, თუ ოჯახში. :)/, თუ უბრალოდ, სამ დღეში, ერთი შეტევის მოხსნას ახერხებდა? თუ ასეა, სამ დღეში გავლილი თავის ტკივილის შეტევა, მთლად იმ სულგანათლებულის დამსახურება არ უნდა იყოს.:) და კიდევ, სუპრასტინს "ყოველ ჭამის წინ" რატომ იღებთ, ექიმთან იყავით, თუ საკუთარი ინიციატივაა?! ასე, არ შეიძლება!
მსგავსი სიახლეები
აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა.
თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, კურორტის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვითარებას ითვალისწინებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით.
8-14 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 251 ფაქტი გამოვლინდა.
"საქართველოში საწვავის ხარისხი დამაკმაყოფილებელია"  - გარემოს დაცვის სამინისტროს ამ დასკვნას არ ეთახმებიან სპეციალისტები.
აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ციტრუსის რეალიზების პროგრამა წარადგინა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თხილზე ფასის ვარდნის შემდეგ, კვლავ გაჩნდა იმედი, რომ ქართული თხილი გაძვირდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ყურძენზე ფასის წარმოქმნაში სახელმწიფო არ ჩაერევა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, დღეს ხარისხის ნიშანი - „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 16 ტურისტულ ობიექტს გადაეცა.
ბორჯომში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.08.2016
დასავლეთ პალავანის კუნძულზე მცხოვრები ფილიპინელი მეთევზე 10 წლის განმავლობაში საწოლის ქვეშ ინახავდა მარგალიტს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი მარგალიტი აღმოჩნდა.
სრულად
28.08.2016
ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ კონტინენტის ყველაზე განათლებული ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სრულად
28.08.2016
კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა აქციების გაყიდვის უფლებით ისარგებლა და კომპანიის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.
სრულად
27.08.2016
გარემოვაჭრეები რიყეზე სუვენირების გაყიდვის უფლებას ითხოვენ. რიყის ტერიტორიაზე სუვენირებით გარემოვაჭრეებმა დღეს თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს და მოითხოვეს, კვლავ მიეცეთ სუვენირების გაყიდვის უფლება.
სრულად
27.08.2016
ჟურნალ "ფორბსის" მიხედვით, ამერიკელი მსახიობი დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.08.2016
29.08.2016
USD
1
USD
2.2856
2.2856
EUR
1
EUR
2.5802
2.5802
GBP
1
GBP
3.0147
3.0147
RUB
100
RUB
3.5265
3.5265