ნოდარ ჯავახიშვილი: "პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს"
ნოდარ ჯავახიშვილი: "პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს"
12 იანვარი / 2016
"რისი გაკეთებაც ჩემი ჩარევის გარეშე იყო შესაძლებელი, ბოლომდე არ კეთდებოდა. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა, რომელიც ჩემი მოსაგვარებელია"

შესაძლებელი იყო თუ არა გზებზე დიდთოვლობის გამო შექმნილი შეფერხების თავიდან აცილება და რა ტიპის სანქციები გატარდება გზების მოვლაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორების მიმართ, "კვირის პალიტრასთან" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საუბრობს:

- რატომ შეფერხდა გზების გაწმენდის პროცესი - კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა თუ საამისოდ ობიექტური მიზეზებიც არსებობდა?

- ვითარების კონკრეტული შეფასება­ მიჭირს, თუმცა ობიექტური მიზეზებიც მრავლადაა. ინტ­ენსიური და ძლიერი თოვა ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბერსა და 1-2 იანვარს დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, დღესასწაულზე­ არავის უნდა გარეთ იდგეს და რამე აკეთოს. ბუნებრივია, ეს არც ჩვენ სამსახურებს და არც კონტრაქტორებს არ ამართლებთ, თუმცა ობიექტურად რთული ვითარება შეიქმნა. თანაც თოვლის გაწმენდა ადვილია, თუმცა მისი გზაზე მიყინვის შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება რთულდება. გარკვეულ მონაკვეთზე, ტერიტორი­ის მოვლა-შენახვის უფლებები ისეთ ორგანიზაციებს აქვთ მოპოვებული, რომლებსაც საკმარისი ტექნიკა არ გააჩნიათ. იყო შემთხვევებიც, როცა კომპანიის ბალანსზე მწყობ­რ­იდან გამოსული ტექნიკა იყო ან სამუშაოების დაწყებიდან მალევე გაფუჭდა.

- პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ, კონ­ტ­რა­ქტორს თუ გზების დეპარტამენტს, რომელსაც მსგავს ვითარებაზე ზედამხედველობა ევალება?

- პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს. თუ კონტრაქტორი დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს და საზოგადოებას პრობლემები ექმნება, მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, როდესაც 30-კილომეტრიან გზაზე ერთი გრეიდერი მუშაობს, მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩამაყენო, რომ გამოსავალი მოვძებნო.
ქუთაისის შემოვლით გზაზე შეფერხებების შექმნის შემდეგ ტექნიკა ვითხოვე და მდგომარეობის დასტაბილურება შევძელით. დამამშვიდებელი ინფორმაცია მომდიოდა - პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვუმკლავდებითო. გვქონდა მონაკვეთები, სადაც გზების გაწმენდა მოხერხდა. ფოთის მხარეს ნაკლები ყინვა იყო, ზუგდიდიც გაიწმინდა, მაგრამ ზესტაფონიდან დაწყებული ქუთაისის შემოვლითი გზის შუა ნაწილში გზა მოყინული იყო და არავინ წმენდდა. პრობლემა შეგვექმნა სამტრედიიდან საჯავახოსკენ არსებულ გზაგამყოფზეც. მოყინვის გამო, ტრაილერიც გადაბრუნდა, რომლის გზიდან­ მოცილებაც დროულად ვერ მოხერხდა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა დღეებში ქუთაისის შემოვლით გზაზე ძლიერი­ ქარბუქი იყო, რაც გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას ართულებდა. 5 იანვარს ქარბუქი აღარ იყო, მაგრამ ერთ მონაკვეთზე­ საცობი მაინც შეიქმნა და სერიოზული სამ­უშაოების ჩატარებამ მოგვიწია, რომ გზა გაწმენდილიყო და მანქანები ადგილიდან გაგვეყვანა. გაუწმენდავი იყო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხობის გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც, სადაც ტექნიკა ფოთიდან მივახმარეთ. ის, რისი გაკეთებაც ჩემი ჩარევის გარეშე იყო შესაძლებელი, ბოლომდე არ კეთდებოდა. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა, რომელიც პირადად ჩემი მოსაგვარებელია.

- კონკრეტული პირების თანამდებობრივი­ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება­? ალბათ,­ კონტრაქტორებსაც საჯარიმო სანქც­იები დაუწესდებათ.
- ყველა ხარვეზს ვსწავლობთ. საჯარიმო იქნება თუ ადმინისტრაციული სანქ­ცია, გამართლებული უნდა იყოს. გადაწ­ყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ. რაც შეეხება გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, ამ მიმართულებითაც დეტალებს ვსწავლობთ,­ რა სახის სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება­ მათ მიმართ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მეტი ორგანიზებულობა და დისციპლინაა საჭირო, თუ­მცა პრობლემას­ 100%-ით არც ეს მოაგვარებს.
თოვლი, ქარბუქი და ზოგადად, სტიქია წამყვანი ქვეყნებისთვისაც დაუძლეველია და სრულყოფილ მუშაობას ნურავინ მოითხოვს. უბრალოდ, პრეტენზიები მაქვს იქ, სადაც შესაძლებლობა იყო, მაგრამ საქმე არ გაკეთდა.

- დღეს კონტრაქტორები რამდენად ორგანიზებულად მუშაობენ?
- ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რაც გასაკე­თებელი­ იყო, გაკეთდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ვინმე მოინდომებს თუ არა, ყველა ადამიანი სრული პასუხისმგებლობით მუშაობას ვერ დაიწყებს. ეს უნდა იყოს მიზანი, არ არის მიღწევადი, მაგრამ უნდა გქონდეს მიზნად. მართალი და ობიექტური ვიქნები, რომ გითხრათ, არც ერთი კონტრაქტორი ან ჩემი თანამშრომელი არაფერს დააშავებს-მეთქი?!

რუსუდან შელია
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"

კომენტარები (1)
13.01.2016
ქუთაისელი მძღოლი
რას ამბობს ეს კაცი??? მე უდანაშაულო ვარო??? 10 იანვარს, არაფერი არ იყო და ქუთაისი ზესტაფონის გზაზე 8 კილომეტრიანი საცობი შეიქმნა იმის რომ რომ ერთსა და იმავე ადგილზე 4-ჯერ წაიღო მდონარემ ამათი აშენებული გზა და არავინ გააფრთხილა მძროლები რომ ესარგებლათ შემოვლითი გზით, ხოლო გზას ერთი "კატოკი" აკეთებდა და 3-4 მუშა. ამის გარეშეც ქუთაისი ზესტაფონის გზაზე ისე უსისტემოდ და გაუაზრებლად აკეთებენ გზას, რომ ეს 30 კილომეტრი მძღოლებისათვის ტანჯვაა, 1 საათს უნდები. და ეს ხიხო სხისკენ იშვერს ხელს?? მოკლედ ეს უკვე ფსიქიური პრობლემაა - კაცი აშკარად სოციოპატია, რადგანაც არაფერში თავის დანაშაულს და შეცდომას არ ხედავს, მხოლოდ სხვისკენ იშვერს ხელს და ეს არ არის ერთადერთი შემთXვევა, სულ ასე იქნცევა . .; .
მსგავსი სიახლეები
სამების ტაძრისა და მახათას მთის დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა.
2025 წლისთვის ნორვეგიაში ბენზინზე მომუშავე მოძველებული მანქანების გაყიდვა აიკრძალება.  
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე რეფორმის გატარებას მოითხოვს.
საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება დაიწყო და მძღოლები ვალდებული არიან, ტექდათვალიერება 2017 წლის 1-ელ იანვრამდე გაიარონ
ესპანეთში მდებარე ფორმენტერას კუნძული პირველი კუნძული გახდება ევროპაში, სადაც უახლოეს მომავალში სრულად აიკრძალება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა.
მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველწლიურად 1.25 მილიონი ადამიანი იღუპება.
2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი მოქალაქეებს დაუბრუნდა
თბილისის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსების მონიტორინგს განაგრძობს.
ბათუმში მალე ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ.
მძღოლებს ავტომობილების შემოწმების პარალელურად შესაძლოა, გაზის ბალონების შეცვლა მოუწიოთ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.07.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3473 ლარი გახდა.
სრულად
25.07.2016
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება
სრულად
25.07.2016
2016 წლის 26 მარტს IDFI-მ საქართველოს პროკურატურას მიმართა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც დაკავშირებული იყო 2011-2015 წლებში პროკურატურის მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან
სრულად
25.07.2016
IDFI-ის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 113 070 ლარი.
სრულად
25.07.2016
IDFI-ის ინფორმაციით, 2012 წლის შემდგომ, პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად ადმინისტრაციული ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.07.2016
26.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3473
EUR
1
EUR
2.5864
2.5792
GBP
1
GBP
3.0776
3.0848
RUB
100
RUB
3.6425
3.6180