რა ქონებით დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა - ყოფილი პრემიერის ქონებრივი დეკლარაცია
რა ქონებით დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა - ყოფილი პრემიერის ქონებრივი დეკლარაცია
12 იანვარი / 2016
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 31 დეკემბერს შეავსო.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის პირად საკუთრებაშია სამი ბინა, ორი არასაცხოვრებელი ფართი და ერთი ავტოფარეხი.

უძრავი ქონება, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფლობს, გაგარინსა და მოსაშვილზე მდებარეობს. 121,80 კვ.მ-ის ფართის ბინა გაგარინის, ხოლო 170 და 159 კვ. მ ფართის ბინები მოსაშვილის ქუჩაზეა განთავსებული. ღარიბაშვილის საკუთრებას წარმოადგენს მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე 38 კვ.მ-ისა და 11 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართები, ასევე გაგარინზე არსებული 16 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობრივ სარგოს, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობისას მას 51 000 ლარი აქვს აღებული. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თანხა გასული წლების შემოსავალზე გაცილებით ნაკლებია. კერძოდ კი 2012 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი - 150 000, 2013 წელს - 154 605.19, ხოლო 2014 წელს 83 815.67 ლარს შეადგენდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნაღდი ფულადი თანხის სახით აქვს 10 ათასი ლარი, ასევე მის სახელზე ფიქსირდება
You must have Flash Player installed in order to see this player.
რამდენიმე საბანკო ანგარიში ბანკ "ქართუში". მათგან ერთ-ერთ ანგარიშზე 3534.55 დოლარი, მეორეზე კი 3599.50 ევროა განთავსებული.

დეკლარაციაში ასახულია ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუ თამაზაშვილის პირადი ანგარიშის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც "თი ბი სი" ბანკში მას მხოლოდ 45.26 ლარი ერიცხება.  დეკლარაციის შევსების მომენტში ღარიბაშვილის საკუთრებაში აღარ არის ავტომობილი.

დეკლარაციის მიხედვით, 2014 წლის 19 დეკემბერს მან პირად საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც 9000.00 დოლარს შეადგენდა, საჩუქრად გადასცა მამას.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლის 23 დეკემბერს საკუთარი ნებით დატოვა.

ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან იყო. მანამდე კი მას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. (25/10/2012 - 17/11/2013წ);

2012 წლის 15 თებერვიდან კი იყო პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი; 2009-2012 წლებში შპს (ლეიბლი) "ქართული ოცნების" დირექტორი;
12/2007 - 14/02/2012 წწ. - ს.ს. "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
08/2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
12/2005 - 14/02/2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი;
10/2005 - 01/11/2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე.

ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE
კომენტარები (1)
13.01.2016
***
მაგ ბინების ფასი 2 ჯერ აღემატება მის გამომუშავებულ თანხას,თუ კრედიტი არ აქვს გადასახდელი კიდევ,ბინის ფასებშიც ვერკვევით და ვიცით რომ ეგ არ ეყოფა მაგის ყიდვას,ოჯახს სხვა რამეც სჭირდება.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის ქონება 2015 წლის შემდეგ 800 მილიონი დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ  ნატანებში  მდებარე 370  კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, ლილოს  სადგურზე, კასტელის მიმდებარედ არსებული  3 630 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნაკვეთი
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა მიულოცა.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეორე ნომერი, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტს 4 წლის განმავლობაში, 2012-16 წლებში იკავებდა.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას წლიურმა შემოსავალმა შარშან 215 740 ლარზე მეტი შეადგინა.
ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის განქორწინების ამბავი მსახიობების გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
დავით ნარმანია თბილისის მერის პოზიციასთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორობასაც ითავსებს.
მემკვიდრეობის გამო ოჯახური კონფლიქტები საკმაოდ ხშირია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.09.2016
300 ათასი ფერმერიდან აგროდაზღვევით 16 ათასამდე ადამიანი სარგებლობს.
სრულად
29.09.2016
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის საქართველო 59-ე ადგილზეა.
სრულად
29.09.2016
ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება.
სრულად
29.09.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
სრულად
29.09.2016
მინსკელმა ბიზნესმენმა ფრიად ორიგინალურად და რომანტიულად გადაწყვიტა მოეგვარებინა ბინის საკითხი
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.09.2016
30.09.2016
USD
1
USD
2.3286
2.3297
EUR
1
EUR
2.6113
2.6132
GBP
1
GBP
3.0283
3.0284
RUB
100
RUB
3.6481
3.6850