შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსების შესყიდვა იგეგმება

2016 წელს შშმ პირებისთვის ადაპტირებული 150 ახალი ავტობუსის შესყიდვა იგეგმება.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ავტობუსების შეძენა EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.

”კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობუსები იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი თბილისისათვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ახალი ავტობუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და გაუადვილებს მათ ქალაქში გადაადგილებას”, - აღნიშნავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსის ტიპის შერჩევა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mott Macdonald-ის დახმარებით მოხდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე