ფქვილზე ფასის მატება პურს გააძვირებს
ფქვილზე ფასის მატება პურს გააძვირებს
13 იანვარი / 2016
თუ ფქვილზე ფასი მაღალი პროცენტით მოიმატებს, პურის ფასიც გაიზრდება.
ამის შესახებ კომპანია ”იფქლის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბაქარ ბაკურაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”ბიზნესპერსონა” განაცხადა. მისივე თქმით, პურის ფასის 60%-ზე მეტს ფქვილის ფასი განსაზღვრავს.

”ძირითადი პროდუქტი, რისგანაც პური კეთდება, ეს არის ფქვილი. ამიტომ ფქვილის ფასზეა ყველაზე მეტად დამოკიდებული პურის ფასი. არსებობს გარკვეული მუხტი, რომელიც შეიძლება მეწარმემ აიტანოს. მაგრამ ფქვილზე რომ დიდი პროცენტით მოიმატოს ფასმა და ამ დროს პურის ფასი შენარჩუნებული იყოს, ეს არარეალური იქნება”, - განაცხადა ბაქარ ბაკურაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პურს პოლიტიკური ფასი არ აქვს.
”ამ წუთს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პურს პოლიტიკური ფასი აქვს. უბრალოდ, იმდენად დიდია კონკურენცია, რომ მისგან გამომდინარეა ეს ფასი ასეთი დაბალი. რეალურად, სწორედ კონკურენცია განაპირობებს იმას, რომ ფასი დაბალ დონეზე იყოს შენარჩუნებული”, - აღნიშნა ბაქარ ბაკურაძემ და დასძინა, რომ თუ რომელიმე ბაზრის მონოპოლიზირება მოხდება, ამან შეიძლება პურის ფასების მატება გამოიწვიოს.




კომენტარები (4)
15.01.2016
"იფქლი"
"არა" - როცა ფქვილი გაიაფდა, ჩვენ პურიც გავაიაფეთ. ახლა ფქვილის ფასის წლიური საშუალო გაცილებით მაღალია. https://www.youtube.com/watch?v=wifR0Kz4-VI თუ გაიაფდება კიდევ ფქვილი, აუცილებლად გავითვალისწინებთ.
14.01.2016
გაბერილი პური ვჭამე.
გაძვირება ჯობია, ვიდრე პურის 50%-ს საფუარი შეადგენდეს, როგორ შეიძლება 500 გრამიანი პური, ხადურის თავზე დიდი იყოს მოცულობაში.
მსგავსი სიახლეები
ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ოპეკის" წევრი ქვეყნები შავი ოქროს მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის საქართველო 59-ე ადგილზეა.
ბოლო 1 წელიწადში ფქვილი 30%-ით გაიაფდა, მაგრამ პურპროდუქტებზე ფასის დაწევას არავინ ჩქარობს. პურის ქარხნებში გაიაფება თავში აზრადაც არავის მოსვლია.
ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასმა, გასულ წელთან შედარებით, 13 ლარით დაიკლო.
დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, კომერციული ფართების გასაქირავებელმა ფასმა, კვადრატულ მეტრზე 15-20 დოლარით მოიმატა.
Apple-ის პროდუქციის ქართველ რეალიზატორებს შორის დაპირისპირება მძაფრდება.
ამერიკელი ანალიტიკოსის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი შესაძლოა 44%-ით გაიზარდოს.
ხორბლის გადაჭარბებული მოსავლის ფონზე ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის კიდევ უფრო გაიაფებას პროგნოზირებენ.
2016 წლის ივნისში უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 30.7%-ით გაიზარდა
ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 1,8%-ით შემცირდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.09.2016
ამსტერდამის მუზეუმიდან 2002 წელს გაუჩინარებული ვინსენტ ვან გოგის ნახატები იტალიაში აღმოაჩინეს.
სრულად
30.09.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უცვლელი დარჩა.
სრულად
30.09.2016
ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ოპეკის" წევრი ქვეყნები შავი ოქროს მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
სრულად
30.09.2016
ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები წუხელ ღამით ექვს სოფელში განვითარდა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილს და არც ქვეითად მოსიარულეებს არ შექმნია
სრულად
30.09.2016
ბათუმი ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომას მასპინძლობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.09.2016
01.10.2016
USD
1
USD
2.3297
2.3297
EUR
1
EUR
2.6132
2.6037
GBP
1
GBP
3.0284
3.0226
RUB
100
RUB
3.6850
3.6790