თხილის ფასი მკვეთრად დაეცა
თხილის ფასი მკვეთრად დაეცა
14 იანვარი / 2016
აქვს თუ არა პოტენციალი ქართულ თხილს, დამოუკიდებლად გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე

ზუგდიდში, წალენჯიხასა და ხობში თხილის მწარმოებლები თხილის ფასის მკვეთრ დავარდნაზე საუბრობენ. ამ დროისთვის, 1 კგ კარგი ხარისხის თხილის ფასი 6,50 ლარია, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ 12 ლარამდე ღირდა, ხოლო დაბალი ხარისხის 5,50 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივი ფერმერების თქმით, თხილის მოყვანის, მოვლისა და მოსავლის აღების კულტურის უქონლობიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელიც იყო.
თხილის მწარმოებელი მერაბ კვარაცხელია ამბობს, რომ ევროკავშირში გაუტეხავი თხილი და თხილის გული საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანას შეაქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, ამერიკას, აზერბაიჯანს, იტალიასა და ჰოლანდიას, მაგრამ ისინი საქართველოსგან განსხვავებით, კარგი ხარისხის გარანტორი და სტაბილური მიმწოდებლები არიან.
"ამ დროისთვის, ევროპის ბაზარზე საქართველო თურქეთთან ერთად, თხილის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ არ არსებობს, რაც ბევრი რამით არის განპირობებული. საქმე ის არის, ჩვენი ძალისხმევის მიუხედევად, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ქართული თხილი დამოუკიდებლად ანუ შუამავლის გარეშე არ შედის, შუამავლის როლს კი თურქეთი ასრულებს, რადგან უცხოური კომპანიები მას, როგორც საიმედო პარტნიორს ენდობიან", - აცხადებს კვარაცხელია.
ფერმერი ალექსანდრე ანტონიუკის თქმით, მათ იციან, რომ თურქეთი არასდროს აგდებს ტემპს. თხილის პლანტაციებს იმ სტანდარტებით უვლის, რაც საერთაშორისო ბაზარზე მიღებულია მაშინ, როდესაც ქართველი გლეხი, მხოლოდ სხლავს, ბერტყავს თხილს, აგროვებს და წარმოუდგენელ ვითარებაში აშრობს. "სიმძიმის შესანარჩუნებლად ათასგვარ ხერხს მიმართავენ, ერთი ღამით წყალში ყრიან, მშრალში ურევენ და ისე მიაქვთ მიმღებ პუნქტებში. "მშრალი" ცხადია, პირობითი სიტყვაა, რადგან შრობის წესები ისევე არ არის დაცული, როგორც სხვა დანარჩენი - აშრობენ ნესტიან სარდაფში, პერიოდულად "ურევენ", რათა გული არ გაშავდეს, შემდეგ ტომრებში ყრიან და ასე ინახავენ, სანამ თხილს მათთვის სასურველი ფასი არ დაედება. ასეთ პირობებში შენახული თხილი, ცხადია, უმეტეს შემთხვევაში კარგავს თავის თვისებას, არადა, ქართული, "ანაკლიური თხილი" ზეთოვნებით, გემოთი და სურნელით, ბევრად სჯობს თურქულს. მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდა, საბედნიეროდ, რეალობა თანდათან იცვლება და იმ ფერმერებსაც გაუჩნდათ თანამედროვე სტანდარტების გაცნობის სურვილი, ვისაც ბიზნესი აქამდე უბრალოდ რამდენიმე ჰექტარ მიწაზე მოშენებული თხილის მოყვანა და მოგროვება ეგონა. დარჩელში პირველი
You must have Flash Player installed in order to see this player.
საშრობი გაიხსნა, სადაც გარკვეული რაოდენობის თხილის შრობა უფასოდ შეეძლოთ, რათა განსხვავება დაენახათ", - აცხადებს ანტონიუკი.

ფერმერების თქმით, შეუძლებელია ვინმეს რამე აუკრძალო, მაგრამ თხილის ხარისხის უვარგისობას უმეტეს წილად ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი თხილის მიღებისა და ჩაბარების პუნქტები უწყობენ ხელს. ისინი ყველანაირი ხარისხის თხილს იბარებენ და თავად წყვეტენ, რა ხარისხს რა ფასი დაადონ.

"ევროპაში თურქებს იმდენად ენდობიან, რომ არც ამოწმებენ და არც "მცირედი" წუნის გამო უქმნიან პრობლემას. ჩვენ კი, როდესაც საკუთარი პროდუქტით თავის დამკვიდრებაზე ვსაუბრობთ, ხარისხიც შესაბმისად მაღალი უნდა იყოს და რაოდენობაც, რათა სტაბილური და საიმედო პარტნიორის იმიჯი გვქონდეს", - აცხადებს ფერმერი დათო ფიფია.

როგორი იქნება ქართული თხილის ექსპორტის მომავალი? - ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული დარგი ყოველწლიურად მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბაზარზე და ვითარდება სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე.
ფერმერთა თქმით, გლეხებმა და თხილის მწარმოებლებმა უკვე გამოხატეს ინტერესი თხილის მოყვანის კულტურის საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. დაგეგმილია რაიონულ ცენტრებში მეცნიერ-აგრარიკოსების მომზადება და რამდენიმე თხილის საშრობი ცენტრის გაკეთება, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიდის, რაც ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენას აგვიანებს.

ლალი პაპასკირი

კომენტარები (16)
29.01.2016
გლახუნა
ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს არც ყოლია და არც ეყოლება. იმიტომ ვამბობ, რომ ვიღაც თურქი ზის სადაც თხილის პლანტაციებია,სადაც ხალხს უჭირს და იძულებულია ჩააბაროს დაბალ ფასად და ამ ყველაფერში თვითონ ადგილობრივი უწყობს ხელს ამ თურქს ან მთავრობიდან კრიშავს ვიღაც, რო ასე არ იყოს თვითონ თხილის მიმღები პუნწტები დაახვევინებდა მაგ თურქს. მაგრამ არა ფული ხო უნდა უშინოს რაში აინტერესებს ვინმე მთავარია თვითონ იყოს კარგად, ესა ვართ ქართველები, ასე რო გვეამაყება ქართველობა, სუფრასთან რო ვიძახით ქართველობას და საქართველოს გაუმარჯოსო. ,,ქართველობას გვართმევენო" რო ვიძახით, სასაცილოა სატირალი რო არ იყოს. მოსინჯეთ ერთი და აბა ვინმემ გაბედოს თურქეთში ან ქართველმა რაიმე პროდუქციაზე ფასი განსაზღვროს და თქვას მე დაგეხმარებით ექსპორტშიო თუ წარმოგიდგენიათ რა მოხდება..... ,,ქართველობას კიარა ლუკმას გვართმევენ ხალხო"...
16.01.2016
ირმა
ვეთანხმები გარის კომენტარს, აქ ჩამობრძანდა ალი რიზა ყოდულობს აქ თხილს იაფად და სხვებთან ყიდის და ასაგებს თიტქოსდა თურქული თხილია გაწყვიტო უნდა ეგენი საქართველოდან და მიაყოლო მატზე შეყვარებული ქალებიც. მოვლენ რუსები და ბოლოს მოგირებენ მალე ურჯულოებო.
მსგავსი სიახლეები
"ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ" კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს ამ დრომდე არ დაბრუნებია.
„საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში” გაწერილია ის ქმედებები, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტომ უნდა განახორციელოს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება.
ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა.
სამშენებლო სფერო საქართველოში წლების განმავლობაში იზრდება და ვითარდება, თუმცა პერიოდულად გარკვეული ჩავარდნები აღნიშნულ სექტორს თან ახლავს.
მსოფლიოს მასშტაბით 2015 წელს ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა.
მსოფლიოში კენკროვან პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com), შპს „აიმუვის ჯი“-ს (www.imovies.ge), სს „სილქნეტის“, შპს „იბერია-TV“-ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს წარმომადგენლებთან
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეაფასა.
სასტუმრო „თბილისი ქორთიარდ მარიოტში“ თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი მიმდინარეობს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.05.2016
დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
სრულად
28.05.2016
სამეგრელოში, მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ლაბორატორიის აღჭურვა უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს
სრულად
28.05.2016
Apple-მა სან ფრანცისკოს ახალი მაღაზიის შიდა კიბისთვის მილიონი დოლარი დახარჯა.
სრულად
28.05.2016
ბოლო პერიოდში გახშირებული ავიაკატასტროფების მიუხედავად, თვითმფრინავით მგზავრობა დღესაც გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს.
სრულად
28.05.2016
შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.05.2016
29.05.2016
USD
1
USD
2.1461
2.1461
EUR
1
EUR
2.3985
2.3985
GBP
1
GBP
3.1438
3.1438
RUB
100
RUB
3.2531
3.2531