თემურ მაისურაძე: სახელმწიფომ ერთი გადაწყვეტილებით ადამიანის ჯიბეში ჩაყო ხელი
თემურ მაისურაძე: სახელმწიფომ ერთი გადაწყვეტილებით ადამიანის ჯიბეში ჩაყო ხელი
15 იანვარი / 2016
სახელმწიფომ მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის მოსალოდნელი აკრძალვით მოქალაქის ჯიბეში ჩაყო ხელი, რაც აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. ამის შესახებ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მაისურაძემ განაცხადა.

”გამოდის, რომ სახელმწიფომ ერთი გადაწყვეტილებით ადამიანის ჯიბეში ჩაყო ხელი. აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. იმისთვის, რომ ადამიანებს არ გაუიაფდეთ თავისი ქონება, ამავე დროს, იქნეს მიღწეული მიზანი, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები დროთა განმავლობაში ქვეყანაში შემცირდეს და მარცხენასაჭიან ქვეყანაში მარჯვენასაჭიანებზე არ აღმოვჩნდეთ იმიტომ, რომ ეს მანქანები უფრო იაფია, ყველაზე სწორი გამოსავალია, ის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხიბლი, რის გამოც ადამიანები მარჯვენასაჭიან მანქანას იძენენ, ანუ სიიაფე, დავუკარგოთ. ამ სისტემამ საბაჟოზე უნდა გადაინაცვლოს. თუ ორი ათასით არის მანქანა იაფი, ორი ათასი უნდა დაემატოს საბაჟოზე. რალურად გამოვა რომ, მარჯვენასაჭიანი მაქანის ჩამოყვანას აზრი ეკარგება, აქ მყოფ მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელებს კი ქონება არ უიაფდებათ”, - განაცხადა თემურ მაისურაძემ.

მისივე თქმით, მართვის მოწმობასთან დაკავშირებული 100-ქულიანი სისტემა დისკრიმინაციულია: ”თუ, მაგალითად, ინჟინერს რაღაცა შეეშლება სამჯერ, ის ტექნიკურ უნივერსიტეტში არ წავა და ხელმეორედ გამოცდებს არ ჩააბარებს. თუ მედიკოსს ეშლება, ისიც არ მიდის. მძღოლს თუ ეშლება რაღაცა, უფრო სწორად, თუ დაარღვია, ამისთვის არსებობს ჯარიმა, მაგრამ ის, რომ ყოველთვის გამოცდების ჩასაბარებლად ვარბენინოთ, ეს კონკრეტული სპეციალობის ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია”, - აღნიშნა თემურ მაისურაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“.

კომენტარები (11)
18.01.2016
ამ კანონპროექტით რომელიღაც გაურკვეველი თარიღის შემდეგ ახლადჩამოყვანილი იაპონური მარჯენასაჭიანი მანქანების საჭის გადაყენება იკრძალება. რატომ? ეს აბურდია! ბევრ მოდელს კონსტრუქტორების მიერ დაშვებული აქვთ ტექნიკურად საჭის გადაყენების შესაძლებლობა. მე ეჭვი მაქვს, რომ პროექტის ავტორებმა ეს კანონპროექტი მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით კი არ შექმნეს, არამედ მანქანების რაოდენობის შემცირებას ისახავენ მიზნად. თუმცა იაფი და ტექნიკურად გამართული იაპონური მანქანებისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნა საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს! მოსახლეობა შეიძენს ევროპულ და ამერიკულ მანქანებს, თუმცა შედარებითი სიძვირის გამო შეიძენს უფრო ამორტიზებულ მანქანებს, რაც უფრო სარისკოს გახდის მანქანით მოძრაობას. გამოსავალი მდგომარეობს შემდეგში: 1.არ უნდა აიკრძალოს მარჯვენასაჭიანების ჩამოყვანა, მაგრამ სავალდებულო უნდა გახდეს საჭის გადატანა მთავრობის მიერ ლიცენზირებულ სახელოსნოებში. უნდა აიკრძალოს იმ მოდელების ჩამოყვანა, რომელთა საჭის გადატანა ტექნიკურად შეუძლებელია; 2. უნდა გახდეს სავალდებულო (გარკვეულ გონივრულ ვადაში) ადრე ჩამოყვანილი მარჯვენასაჭიანი მანქანების საჭის გადატანა, იმ მოდელებისთვის, რომელთათვის ეს ტექნიკურად შესაძლებელია; 3. უნდა შემოღებულ იქნეს 100 ქულიანი სისტემა მძღოლებისათვის, რათა მართვის უფლება ჩამორთვათ მათ, ვისი სისტემატური თავხედობის გამო ხშირად ქუჩაში იქმნება საცობები. თუ მანქანას მართავს ადამიანი, რომელიც მძღოლად მუშაობს, მას უფრო უნდა მოეთხოვოს მოძრაობის წესების დაცვა, ვიდრე არაპროფესიონალ მოყვარულს (ეს პარლამენტის ქვეკომიტეტის თავჯდომარის უპასუხისმგებლო კომენტარის პასუხად!); 4. უნდა აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურული სატრანსპორტო ობიექტები; 5. საქალაქო ტრანსპორის მუშაობა კარდინალურად უნდა გაუმჯობესდეს.
18.01.2016
sano
მალე ალბათ საშუალო სკოლა დამთავრებულებს მოუწევთ ისევ პირველ კლასში მისვლა,იმდენად დაბალი დონეა განათლების!
მსგავსი სიახლეები
2025 წლისთვის ნორვეგიაში ბენზინზე მომუშავე მოძველებული მანქანების გაყიდვა აიკრძალება.  
საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება დაიწყო და მძღოლები ვალდებული არიან, ტექდათვალიერება 2017 წლის 1-ელ იანვრამდე გაიარონ
ესპანეთში მდებარე ფორმენტერას კუნძული პირველი კუნძული გახდება ევროპაში, სადაც უახლოეს მომავალში სრულად აიკრძალება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა.
2010-11 წლებში ჩამორთმეული 5 ავტომობილი მოქალაქეებს დაუბრუნდა
მძღოლებს ავტომობილების შემოწმების პარალელურად შესაძლოა, გაზის ბალონების შეცვლა მოუწიოთ.
კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ხაზზე გასვლა 70 მიკროავტობუსს აეკრძალა.
2016 წლის იანვარ-ივნისში სამკურნალო საშუალებები უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს წარმოადგენდა.
პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა გაყიდვებში 20 ათასიანი სხვაობით აჯობა ბავარიელ კონკურენტ BMW-ს.
პარლამენტის რამდენიმე წევრს კომერციული იურიდიული პირის მფლობელობა (კუთვნილი წილი) და მის მართვაში მონაწილეობა დეკლარირებული არ აქვს
2016 წლის მარტის მდგომარეობით, ბიზნესაქტივებს პარლამენტის 29 წევრი ფლობს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.07.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3450 ლარი გახდა.
სრულად
26.07.2016
გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, ხვალ გახდება ცნობილი.
სრულად
26.07.2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირებისთვის იმ წესებს განმარტავს, რომელიც მათ ბინების გაქირავებისას უნდა გაითვალისწინონ.
სრულად
26.07.2016
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
სრულად
26.07.2016
ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის ხშირად ფინანსების არქონა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.07.2016
27.07.2016
USD
1
USD
2.3473
2.3450
EUR
1
EUR
2.5792
2.5816
GBP
1
GBP
3.0848
3.0788
RUB
100
RUB
3.6180
3.5517