კომერციული ფართები და ბინები გაიაფდება
კომერციული ფართები და ბინები გაიაფდება
15 იანვარი / 2016
სამშენებლო კომპანიები წელს ბინებზე მოთხოვნის შემცირებასა და ფასების ვარდნას ელოდებიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სამშენებლო კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტოები ამის მიზეზად მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში სავალუტო რყევებს, ეკონომიკურ კრიზისს და ფინანსურად არასტაბილურ მდგომარეობას ასახელებენ.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით ბინების და კომერციული ფართების რეალიზაციამ იკლო. კერძო სექტორს უკეთესის იმედი არც 2016 წელს აქვს. როგორც "რეზონანსს" უძრავი ქონების სააგენტოებსა და სამშენებლო კომპანიებში განუცხადეს, მყიდველები ძირითაად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არიან. ვალუტის გაუფასურებამ კი გავლენა მათ შემოსავალზეც მოახდინა, შესაბამისად იკლო ტრანზაქციების რაოდენობამ და ბინების ყიდვა-გაყიდვამაც. "შემცირება საკმაოდ დიდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელთან შედარებით 2015-ში გაყიდვები თითქმის განახევრდა. ეკონომიკა, არასტაბილური შემოსავალი, ინვესტიციების შემცირება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ამ ყველაფერმა მოახდინა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე", - აცხადებს უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" დირექტორი ნელი გოგუაძე და დასძენს, რომ ამ კუთხით 2016 წელსაც არაფერი შეიცვლება.

მაგალითად, ცენტრალურ უბნებში, საბურთალოზე ბინებზე კვადრატული მინიმუმ 800 დოლარიდან იწყება. ვაკეში შესაბამისად, უფრო მაღალია ფასი. კარგი კომერციული ფართებიც უკვე ნაკლებად არის და მისი ყიდვა-გაყიდვის ღირებულება საბურთალოზე მინიმუმ 1000-2000 დოლარია. "დიდი მოლოდინი არ მაქვს 2016 წელს. თუ ასე გაგრძელდა და დადებითი ძვრები არ მოხდა, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისული მდგომარეობა შენარჩუნდება",- მიიჩნევს ნელი გოგუაძე.

უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ 2015 წელს რეალიზაციის შემცირება მიწოდების ზრდით და მოთხოვნის კლებით არის გამოწვეული. გარდა ამისა, მათ ბინების ჩაწოლის მიზეზად მსოფლიო კრიზისი მოიყვანეს.

"მოთხოვნა შემცირდა. იმდენი ახალი მშენებლობებია. რაოდენობით ბინები უფრო მეტია, ვიდრე მყიდველი, შესაბამისად, ამიტომ შემცირდა რეალიზაცია. მყიდველი არ არის იმდენი, რამდენიც შენდება. ლარის გაუფასურება გაყიდვების შემცირებასთან არაფერ შუაშია. კრიზისი არის ყველგან. თანხები უცხოეთიდანაც შემოდიოდა. პლუს ბანკების სესხი, ალბათ ლარის გამო სესხიც უფრო რთული ასაღებია, ან ხელფასიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა მხარეა", - აცხადებს უძრავი ქონების სააგენტო "გალაგას" წარმომადგენელი ირინა ჩეკავინა.

იგი ამბობს, რომ თავისუფალი ფული ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. მომხმარებელთა ნაწილი, ბინას ბანკის სესხით ყიდულობდა. "აგერ ევრო გაუფასურდა, გაუტოლდა დოლარს, ანუ მსოფლიო კრიზისია, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემებიდან არ გამომდინარეობს. ძალიან ბევრი მოდიოდა, იყვნენ ევროპიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, ახლაც რუსები ჩამოვიდნენ. 2016 წელს
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემცირდება რეალიზაცია, იკლებს ბინებზე ფასიც, რადგან ღირებულების კლებას მოთხოვნის შემცირება იწვევს. პრინციპში, ჩემი აზრით, გაბერილიც იყო ფასები", - განაცხადა ირინა ჩეკავინამ.

ბინებზე, კომერციულ ფართებზე მოთხოვნის შემცირებასთან ერთად სამშენებლო სექტორს 2015 წელს ბანკებთან კომუნიკაციაც გაუძნელდათ. "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორი ასმუს როტნე "ფაინენშალთან" აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთია, რომლის დაფინანსებასაც ბანკში სიფრთხილით უყურებენ.

თანხის სიმცირეზე საუბრობს სამშენებლო კომპანია "არქი დეეს"-ის ხელმძღვანელიც. დაფინანსებასთან ერთად მათ ასევე შეუმცირდათ მოთხოვნაც.

"დიდი არ იყო აქტიურობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ლარის გაუფასურებაა. რეალიზაცია 2014 წელთან შედარებით 2015 წელს 70%-ით იყო შემცირებული. ჩვენ წლებია საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ვასრულებთ. 2014 წელს გაცილებით მეტ სამუშაოებს ვახორციელებდით. 2015 წელს მხოლოდ ერთი ობიექტი გვქონდა აღებული. 2014 წელს იყო 3-4 ობიექტი. იმედი გვაქვს, რომ მომავალი უკეთესი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი კურსი მცირედით მაინც არ გამყარდება, ეს ჩვენზე 2016 წელს უარყოფით გავლენას იქონიებს. რყევები მოქმედებს დაფინანსებაზე, გაყიდვებზეც და ზოგადად ყველაფერზე", - აცხადებს სამშენებლო კომპანია "არქი დეეს"-ის ხელმძღვანელი დავით სვანიძე.

მარიამ აფციაური
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (18)
16.01.2016
realisti
ძნელია ასადს არ დაეთანხმო...
16.01.2016
გულა!
დიახ, ნამდვილად გვეგონა რომ ახალი მთავრობა მიხედავდა ამ თავზე ხელაღებულ მშენებლებს და რაც დაწყილი იყო იმას მაინც დაამთავრებდა.მაგრამ მე-4-ე წელია ამ მხრივ არაფერი არ გაკეთებულა. ალბად არასდროს არაფერი გვეშველება................
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.
სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება.
სამშენებლო სფერო საქართველოში წლების განმავლობაში იზრდება და ვითარდება, თუმცა პერიოდულად გარკვეული ჩავარდნები აღნიშნულ სექტორს თან ახლავს.
თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის განხორციელება დაიწყო.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეტსი ეკონომიკაში ქალის როლზე, ქველმოქმედებასა და მსოფლიოში საჭირო ცვლილებებზე საუბრობს.
თბილისის მთავრობის განკარგულებით, მერიის მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, 21 მაისს, "წმ. ნიკოლოზის გზასთან" დაკავშირებით, მომლოცველებისთვის უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნა.
კანადური გამოცდილების მქონე საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო“ხატია კომუნიკაცია” ახლახან დააარსდა.
”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლათფორმასთან“ ერთად, ”ფანასკერტელის ინდექსის“ მეშვეობით მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგს განაგრძობს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.05.2016
ევროკომისიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.
სრულად
24.05.2016
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
სრულად
24.05.2016
თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ადასტურებს, რომ ჯავშანმანქანა "დიდგორის" კონგოში ექსპორტის პროექტზე თავდაცვის უწყებამ უარი თქვა.
სრულად
24.05.2016
”საპარტნიორო ფონდს” საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია ესტუმრა.
სრულად
24.05.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1474 ლარი გახდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.05.2016
25.05.2016
USD
1
USD
2.1459
2.1474
EUR
1
EUR
2.4045
2.4014
GBP
1
GBP
3.1047
3.1324
RUB
100
RUB
3.1996
3.2100