როგორია, იყო მილიარდერი 25 წლის ასაკში?
როგორია, იყო მილიარდერი 25 წლის ასაკში?
16 იანვარი / 2016
ყველას არ შეუძლია, იყოს მარკ ცუკერბერგი და გახდეს მილიარდერი 23 წლის ასაკში. თუმცა, საკმაოდ ბევრია ისეთი იღბლიანი, რომლებმაც 25 წლამდე საკუთარი ძალებით შეძლეს მილიარდების დაგროვება.
მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები აღწერენ, თუ როგორია, იყო მდიდარი 25 წლის ასაკში. მდიდარი ადამიანების ანონიმურ კომენტარებს „ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს. გთავაზობთ რამდენიმეს:

1. მასწავლებლები მდიდარ მოსწავლეებს განსხვავებულად ექცევიან.
„რამდენიმე მასწავლებელი მაძლევს შესაძლებლობას, გადავაცილო პროექტის ჩაბარების ვადას მაშინ, როდესაც ამისთვის სხვა მოსწავლეებს ნიშანს აკლებენ. ეს არ არის სამართლიანი, თუმცა ჩემთვის, რა თქმა უნდა, კარგია. ამასთან, ხანდახან, იყო მდიდარი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მომაბეზრებელია. მასწავლებლები ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებ, როგორ გავმდიდრდი და ა.შ“.

2. თავს არაკომფორტულად გრძნობ, როდესაც ფულს არასაჭირო ნივთებში ხარჯავ.

„მე ღარიბი ოჯახიდან ვარ. ბავშვობაში ვიცოდი, რომ არ უნდა დამეხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელი იყო. ახლა კი უცნაურად მეჩვენება, რომ იმაზე მეტის დახარჯვა შემიძლია, ვიდრე ადრე. მაგალითად, ერთხელ დავჯავშნე ძვირიანი სასტუმროს ნომერი. შემდეგ კი მინიბარის გამოყენების დროს შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ეს იყო დამატებითი ხარჯი და თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი“.

3. ეკონომია ჯოჯოხეთია.

„პირველად, როდესაც ე.წ. ბიზნესკლასით მგზავრობ, თავს კარგად გრძნობ, შემდეგ ეჩვევი ამას და არაფერია ამაში განსაკუთრებული. თუმცა ერთხელაც, როდესაც ე.წ. ეკონომკლასით მოგიწევს მგზავრობა, ნამდვილად გაგიჭირდება“.

4. იძენ უამრავ ახალ მეგობარს.
„გამდიდრების შემდეგ უდიდეს ცვლილებას ვამჩნევ ჩემ გარშემო. როდესაც ადამიანების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ გავმდიდრდი, ისინი ცდილობენ ჩემთან დაახლოებას“.

5. არ მისცე უფლება მოდურ ავტომობილს, შეგიქმნას იმიჯი.

„როდესაც მამაჩემს ვკითხე, თუ რატომ არ უნდა მეყიდა ავტომობილი კოლეჯში სწავლის დროს მაშინ, როდესაც მისმა კოლეგამ თავის შვილს „მერსედესი“ უყიდა, მამაჩემის პასუხი მარტივი იყო. მან მითხრა: „არ მისცე უფლება ავტომობილს, განსაზღვროს შენი იმიჯი. შენი იმიჯი სხვებზე შენმა პოზიტიურმა გავლენამ უნდა შექმნას“.
იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა.
ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი აქსელერაციის მქონე სერიული წარმოების ავტომობილი წარადგინა.
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II
პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეითსის ქონებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
"ინოვაციური მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია"
საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით დიდი ნაწილი გაუმართავია.
„ცენტრ პოინტის “ ქონებაზე მიშა სააკაშვილის დროსაც დედა გვიტირეს და ახლაც იგივეს გვიკეთებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
კომპანია „ენ-ეიჩ-ელ 43“ ქობულეთში, დაბა ოჩხამურში მაკარონის, პურ-ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გამომშვებ საწარმოს შექმნის.
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.08.2016
„წელს ქართულ ბაზარზე კივის დეფიციტი შეიქმნება და ადგილობრივ პროდუქციას უცხოეთიდან შემოტანილი ჩაანაცვლებს“ - აცხადებენ ფერმერები, რომლებსაც კივის ნარგავები ადრე გაზაფხულზე ყინვამ დაუზიანა.
სრულად
25.08.2016
სებ-ი ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სრულად
25.08.2016
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.
სრულად
25.08.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2857 ლარი გახდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.08.2016
26.08.2016
USD
1
USD
2.2976
2.2857
EUR
1
EUR
2.5915
2.5817
GBP
1
GBP
3.0418
3.0228
RUB
100
RUB
3.5471
3.5239