მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ის ქონება დანარჩენი მოსახლეობის ქონების ტოლფასია
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ის ქონება დანარჩენი მოსახლეობის ქონების ტოლფასია
18 იანვარი / 2016
მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ს, რაც 73 მილიონ ადამიანს შეადგენს, იმდენივე ქონება აქვს, რამდენიც პლანეტის მოსახლეობის 99%-ს ერთად აღებული.
სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 62 ადამიანს იმდენივე ქონება აქვთ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რამდენიც 3,6 მილიარდ ყველაზე ღარიბ ადამიანს.
„2010 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს მდიდარი ადამიანების ქონება 0,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 1,76 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში დედამიწის შედარებით უზრუნველყოფილი მოსახლეობა თითქმის ერთი ტრილიონით გაღარიბდა და ქონების 41% დაკარგა“, - ნათქვამია „ოქსფამის“ ანგარიშში.

2010 წელს მსოფლიოს 388 მდიდარი ადამიანის ქონება პლანეტის მოსახლეობის 50%-ს უდრიდა.
კვლევის ჩატარებისას Oxfam დაეყრდნო ერთ-ერთი მსხვილი ბანკის Credit Suisse-ის ოქტომბრის მონაცემებს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 10%-ში შედიან ადამიანები, რომლებიც დაახლოებით 69 ათასი დოლარის ოდენობით აქტივებს ფლობენ. 760 ათასი დოლარის ოდენობის აქტივების მფლობელები კი 1%-ში ხვდებიან.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა სულ უფრო იზრდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი უთანასწორობაა, კერძოდ კი ოფშორული ზონების გავრცელება, რაც ხელს უწყობს მდიდარ ადამიანებს, თავი აარიდონ გადასახადებს.
„მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული სხვაობის პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია ეკონომიკური და ფინანსური სისტემის რეფორმირება, ოფშორული ზონების დახურვა და გლობალური კონცერნების იძულება, გადაიხადონ გადასახადები“, - ნათქვამია „ოქსფამის“ ანგარიშში.
კომენტარები (3)
19.01.2016
a talanti
მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები ღარიბდებიან...ეს კაპიტალიზმის დიდი ნაკლია...
18.01.2016
BUSINESSMAN
რეალურად მილიარდერების ქონების უმეტესობა არის ჩადებული ეკონომიკაში და ქმნის სამუშაო ადგილებს, თუნდაც ოფშორში იყოს დარეგისტრირებული და არა ისე როგორც ზოგიერთები ფიქრობენ: წავართვათ, შევზღუდოდ სიმდიდრე და ჩვენც გვეშველება.
მსგავსი სიახლეები
სებ-ი ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მილიარდი ლარით გაიზარდა და 26.7 მილიარდი  ლარი შეადგინა.
მეცნიერებმა საცხოვრებლად ვარგისი ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
მსოფლიოს ოთხი წამყვანი ბანკი ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას.
პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეითსის ქონებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკი საგარეო ვალის გადახდის სტატისტიკის თაობაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
„დოიჩე ბანკის“ ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის ჩვენებების საფუძველზეც გერმანული ბანკი დანაკარგების დამალვაში ამხილეს, 8,25 მილიონი აშშ დოლარის ჯილდოზე უარი თქვა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.08.2016
შპს “რუსთველი ფროფერთი”, Hyatt Regency Tbilisi-სთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი გასცეს.
სრულად
25.08.2016
სებ-ი ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სრულად
25.08.2016
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.
სრულად
25.08.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2857 ლარი გახდა.
სრულად
25.08.2016
საბაჟო გამშვებ პუნქტში ’’სადახლო-საავტომობილო’’, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ძრავის განყოფილებაში და სავარძლების ქვეშ არადეკლარირებული პარფიუმერული ნაწარმი (28 კგ) აღმოაჩინეს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.08.2016
26.08.2016
USD
1
USD
2.2976
2.2857
EUR
1
EUR
2.5915
2.5817
GBP
1
GBP
3.0418
3.0228
RUB
100
RUB
3.5471
3.5239