ქართული კივის მეორე ევროპული სეზონი
ქართული კივის მეორე ევროპული სეზონი
20 იანვარი / 2016
კომპანია "ნერგეტამ" გერმანიაში ქართული კივის გაყიდვების მეორე სეზონი დაიწყო.
ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”ნერგეტადან” აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, ქართული კივი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის Lidl-ის სუპერმარკეტებში ისევ  გაიყიდება. ქართული კივის გაყიდვების არეალი გერმანიაში წელს უფრო გაფართოვდა და მოიცავს ბავარიის, ბადენ-ვიურტემბერგისა და ნორდ-რაინ ვესტფალიის მხარეებს. "ნერგეტას" კივი გაყიდვაშია მიუნხენის, შტუტგარტის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ასევე ახლო მდებარე ქალაქებში მდებარე Lidl-ის ასობით სუპერმარკეტში.

„ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ვაგრძელებთ შარშან დაწყებულ ევროპულ მარკეტინგს. მთავარია შევინარჩუნოთ თანამიმდევრული მომარაგება და ყოველ მომდევნო წელს გავზარდოთ ჩვენი კივის რაოდენობა ევროპულ ბაზარზე“, - აღნიშნავს "ნერგეტას" თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი კოტე ვეკუა.

მისივე თქმით, ევროპელ მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს, ამიტომ პროდუქცია უამრავ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.
„ევროპელ მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს ნებისმიერ პროდუქტზე და აუცილებელია ერთდროულად გემრიელი, მწიფე და ვიზუალური დეფექტების არმქონე ხილის შეთავაზება, რომელიც ასევე უნდა იყოს მისაღებ ფასში. ამის გარდა, თვითონ სუპერმარკეტი მკაცრად აკონტროლებს პროდუქტის უვნებლობას, მოითხოვს საკუთარი ლოჯისტიკურ კალენდარზე ჰარმონიულად მორგებას. ჩვენ ყველა ამ პირობას ვაკმაყოფილებთ და გვაქვს ასევე კონკურენციისთვის საჭირო ერთი უპირატესობა: ისევე, როგორც შარშან, წელსაც ჩვენი კივის შაქრიანობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ევროპული კივის შაქრიანობის მაჩვენებელი”, - ამბობს კოტე ვეკუა.

კომპანიის ინფორმაციით, ისევე როგორც შარშან, Lidl-ის სუპერმარკეტებში "ნერგეტას" კივი გაყიდვაშია კომპანიის ლოგოიანი ეტიკეტით, პროდუქცია განთავსებულია ნერგეტას საკუთარი დიზაინის შეფუთვით და იყიდება ცალობით. "ნერგეტას" მიერ გერმანიაში გაგზავნილი კივი მოყვანილია "ნერგეტას" კომპანიის საკუთარ პლანტაციაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. შარშან თუ კივის დახარისხებას კომპანიის თანამშრომლები ხელით ახდენდნენ, წელს "ნერგეტამ" შეღავათიანი აგრარული სესხის დახმარებით თანამედროვე ევროპული ხილის ავტომატური სორტირების ხაზი შეიძინა და ახალი შესაფუთი საწყობი ააშენა. ამის გარდა, დანერგა დაფასოებისა და შესაფუთი ოპერაციებისთვის შექმნილი ევროპული სტანდარტი IFS 6.
”ნერგეტამ მაქსიმალურად გამოიყენა როგორც თავად კივი, ასევე შესაფუთი მასალა, როგორც საქართველოს რეკლამირების მედია. კივიზე ლოგოიან სტიკერზე აწერია
Georgia, ხოლო მუყაოს ყუთის გარე მხარეზე დატანილია საქართველოს, მისი ბუნებისა და კლიმატის გასაცნობი ნახატი. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ გერმანელ მომხმარებელს მეტი წარმოდგენა შეექმნას ხილის წარმოშობის ადგილზე. წელს "ნერგეტას" კივის ათიათასამდე გერმანელი მომხმარებელი წაიღებს თავის სახლში, რაც ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით ახალი მომენტი და შეხების წერტილი გაჩნდება მათსა და საქართველოს შორის”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანია "ნერგეტა"  2009 წელს დაარსდა. მას სასოფლო სამეურნეო მიწები და ხილის სორტირებისა და შენახვის სამაცივრე მეურნეობა აქვს ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ინგირსა და კახათში. კომპანიის მიზანი გემრიელი და ხარისხიანი კივით მომხმარებელთა დიეტის გამრავალფეროვნება, საქართველოს, როგორც ჯანსაღი საკვების მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარება ევროპაში და ქართული ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაციაა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაარსებული კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერა.
სექტემბრის ბოლოს მცხეთაში ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი ქარხანა ,,ინვეტ ფიდი” გაიხსნება.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ საწარმოს ეწვია
მეცხვარეობის დარგში კატასტროფული ვითარებაა.
2016 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა,
2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7426 მლნ 
გერმანიის ქალაქებში გამართულ მასობრივ აქციაზე ადგილობრივებმა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის (TTIP) შესახებ შეთანხმება გააპროტესტეს.
მსოფლიოში ცნობილმა გერმანულმა კომპანია ჰენკელმა კავკასიაში პირველი წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში გაიხსნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული
ახალ სეზონზე მსოფლიოს ბაზარზე შაქრის დეფიციტი შესაძლოა, გაიზარდოს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.09.2016
”ჰანიველ პარტნერსის"  ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტის ყიდვას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ამ წლის ბოლომდე დასრულდება.
სრულად
24.09.2016
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ დღეს, სატუმრო ”ამბასადორში” მოხსენება გააკეთა
სრულად
24.09.2016
ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციურობა იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ძალიან გულწრფელი ვიქნები
სრულად
24.09.2016
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას იწყებს.
სრულად
24.09.2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით თელავში, ბატონის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.09.2016
25.09.2016
USD
1
USD
2.3132
2.3132
EUR
1
EUR
2.5947
2.5947
GBP
1
GBP
3.0032
3.0032
RUB
100
RUB
3.6418
3.6418