გაძვირების ახალი ტალღა ზვირთდება
გაძვირების ახალი ტალღა ზვირთდება
21 იანვარი / 2016
სამომხმარელო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა. მიზეზი ამჯერადაც ლარის გაუფასურებაა, თუმცა ფასებს ზრდისკენ საერთაშორისო ფაქტორმაც უბიძგა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ზეთის, შაქრის, თამბაქოს და სხვა პროდუქტის ღირებულებამ, რაც მომხმარებლისთვის აშკარად თვალშისაცემი გახდა.

სექტემბრიდან მოყოლებული 1 ტონა თეთრი შაქრის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 340 დოლარიდან 422 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 4 თვეში პროდუქტი 20%-ით გაძვირდა.

საქართველოში მკვეთრი გაძვირება, დასახელებული მიზეზების გარდა, საკანონმდებლო ცვლილებითაც არის გამოწვეული. ეს ეხება სპირტიან სასმელსა და თამბაქოს, რომელთა ფასზეც აქციზის გაძვირებამაც მოახდინა გავლენა.

დედაქალაქის სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა პროდუქტი გააძვირეს. მკვეთრად მოიმატა ჰიგიენური საშუალებების ფასმაც. პროდუქტის მორიგ გაძვირებას მოთხოვნის კლებაც მოჰყვა.

სუპერმარკეტ "ბი მარტის" მენეჯერის, ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, სტაბილურობა ჯერჯერობით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე შეინიშნება, ხოლო ძვირიან სეგმენტში გაყიდვა ძალიან შემცირდა.

"ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასს მუდმივად ვცვლით. პროცესი იმდენად სისტემატურია, რომ ზოგიერთი დასახელების სურსათი, იანვრიდან მოყოლებული, რამდენჯერმე გაძვირდა. მკვეთრი ცვლილება განიცადა თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების, შაქრისა და ზეთის ფასმა. ლარმა გაუფასურება თუ განაგრძო, ფასების გადახედვა უახლოეს დღეებშიც მოგვიწევს.

ცხადია, სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რასაც არსებულ სიტუაციაში ველოდით კიდეც. ეროვნული ვალუტა პოზიციას კარგავს და ყველაზე მტკივნეულად ეს მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება", - ამბობს სულხანიშვილი.

განსაკუთრებით უჭირთ წვრილ მაღაზიებს, რომლებიც მუშაობას ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების გაყიდვის ხარჯზე ახერხებენ.

მაღაზია "არანისის" წარმომადგენელთა ინფორმაციით, ლარის გაუფასურებამ პროდუქტის გაძვირება გარდაუვალი გახადა. "ქიმიურ განყოფილებაში" მუშაობა თითქმის აღარ აქვთ.

"ახალი წლის შემდეგ პერიოდში მომხმარებელი ყოველთვის ელოდება, რომ ფასი გარკვეულ პროდუქტზე დაიწევს. ტრადიციულად ასეა, მაგრამ არსებულ სიტუაციაში საწინააღმდეგო ხდება. იმის გამო, რომ ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება, ფასიც გაიქცა. განსაკუთრებით გაძვირდა თამბაქო და ალკოჰოლური სასმლები, ძვირიან სეგმენტში გაყიდვა კატასტროფულად შეგვიმცირდა.

ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ყველა პოდუქტის ფასმა ერთიანად მოიმატა. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი ახლო მომავალში გაძვირდეს. არის შემთხვევა, როცა ფასის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ვახერხებთ. ეს უფრო ადგილობრივი წარმოების სურსათს შეეხება. ჯერჯერობით ასეა, მაგრამ გარკვეულ დონეზე უკვე ისიც გაძვირდება", - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.

რატომღაც აბსოლუტურად განსხვავებულია იმპორტიორების მოსაზრება ფასებთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ პროდუქტის გაძვირების რეალური საფუძველი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არის.

მსხვილი იმპორტიორი კომპანიის "ლუქსი 2004"-ის დამფუძნებელი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ი. ბროძელი ამტკიცებს, რომ რუსეთიდან სურსათი შედარებით ნაკლებ ფასადაც კი შემოაქვთ, რადგან ჩრდილოეთში ინფლაციური პროცესებია.

"რამდენიმე დღის წინათ ჩვენ დავაანონსეთ ზეთის გაძვირება, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთში ინფლაციის გამო პროდუქტის შესასყიდი ფასი შეგვიმცირდა კიდეც. რუბლში ღირებულება იგივე დარჩა და ჩვენც შედარებით ნაკლებ ფასში გვიწევს ყიდვა. ეს ეხება მარცვლეულსაც. ბრინჯი არ გაძვირებულა, ხოლო წიწიბურას ფასი ცოტათი შემცირდა. ერთადერთი გამონაკლისი ამ ეტაპზე შაქარია, რომლის ფასი უცხოურ ბაზრებზეც თვალდათვალ მატულობს. მოსავლის დეფიციტი აშკარაა და ეს ფასზე სამომავლოდაც მოახდენს გავლენას", - აცხადებს ბროძელი.

იმპორტიორი დასძენს, რომ ჰიპერმარკეტების ქსელებში პროდუქტის გაძვირება არ შეუმჩნევია. ამის მაგალითად მას მოჰყავს "კარფური", თუმცა, რის ფასად ახერხებს ჰიპერმარკეტი ფასების შენარჩუნებას, ყველასთვის ცხადია.

ბიზნესმენებისგან განსხვავებით პროდუქტის გაძვირება შეუმჩნეველი არ რჩება მომხმარებელს, რომელიც მინიმალურ სხვაობაზეც მტკივნეულად რეაგირებს.

"ყოველდღე, როცა მაღზიაში პურის საყიდლად შევდივარ, დახლებზე სხვა სურსათის ფასსაც ვაკვირდები. უიმედობის განცდა მეუფლება. უკვე მერამდენე თვეა, ვყიდულობ მხოლოდ პურს, შაქარს, მარილს, ყველაზე იაფ ბარდას და კარტოფილს. სხვა თითქმის არაფერს ვეკარები. ამ დროს სახლში 2 პატარაა, რომლებსაც ტკბილეული სანატრელი აქვთ, ვერ იღებენ რძის ნაწარმს, ხოლო ხორცს მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ. სოციალურად დაუცველი რომ ვიყო, ალბათ, ჩემი მდგომარეობა ცოტა უკეთესი იქნებოდა. ახლა ვერც გამოსავალს ვხედავ", - ამბობს ირმა დეისაძე, თბილისელი დიასახლისი.

"სტაბილურობის განცდა დავკარგე. ხუთსულიანი ოჯახის მთელი შემოსავალი 600 ლარია და არ ვიცი, მთელ თვეზე როგორ გადავანაწილო თანხა. ნორმალურად ვერც ბავშვებს მოვახმარე და ვერც უფროსებს, შიმშილობის ზღვარზე ვართ. ოჯახი მხოლოდ კვება ხომ არ არის, უამრავი საჭიროება და ვალდებულებაა, რომელსაც ყოველდღიურად გავურბივარ. ეს არის უნიათო მთავრობა, რომელმაც გააუფასურა ლარი, გაგვიძვირა გადასახადები და საკუთარი მოსახლეობა გასაწირად გაიმეტა. ფასების შემხედვარემ სიმშვიდე და მოსვენება დავკარგე", - ამბობს ლუნა სომხიშვილი, რომლის ოჯახიც თანდათან ღარიბდება.

მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (6)
22.01.2016
მახო
წუწუნი საქმეს არ უშველის მეტი უნდა ვიმუშაოთ და გამოვიმუშაოთ
21.01.2016
asad
გამოსავალი ერთია 1) საჯარო მოხელეთა რიცხვის შემცირება 70%-ით; 2) მოგების გადასახადის გაუქმება; 3) ლარის გაუქმება. დოლარზე გადასვლა.
მსგავსი სიახლეები
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს TOPTUL, MATRIX, HITACHI, ბრენდების მიერ წარმოებული ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების სრულ ასორტიმენტზე.
მაიქროსოფთი დგამს ჩვეულ ნაბიჯს იმ მომხმარებლის დაცვის მიზნით, რომელიც საქართველოში ყიდულობს კომპიუტერულ ტექნიკას და პროგრამულ პროდუქციას, უზრუნველყოფს დამატებით დაცვას კიბერსაფრთხეების და რისკების წინააღმდეგ.
თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია „ნუ მაბოლებ“ გამართა.
კომპანია ”სილქნეტის” განცხადებით, ”სილქნეტის” სპორტული კონტენტი ყველა მასშტაბურ მოვლენას ექსკლუზიურად აშუქებს.
თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, თვითკონტროლის დაკარგვა, დეპრესიული აშლილობა, ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას.
უცხოური ბალი ჩვენს ხარისგულას გემოთი ვერ შეედრება.
მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ანა რიერა ესპანეთში, Zara-ს ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, დააკვირდა მანეკენებს და თავისთვის აღნიშნა: მათი ფეხები გოგონას ხელზე წვრილია.
უპროცენტო განვადება - ეს ტერმინი საქართველოში რამდენიმე წელია დამკვიდრდა და მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემოთავაზებად.
უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
31.05.2016
2016 წლის აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 30.5 მლნ ლარით გაიზარდა და 355.3 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ”თვის მიმოხილვაში”.
სრულად
31.05.2016
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ სამიტის „ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სრულად
31.05.2016
ფოთში ტურიზმის კულტურისა და დასვენების პარკში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
სრულად
31.05.2016
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქი“ გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი მომავალ წელს საქართველო იქნება.
სრულად
31.05.2016
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყნაში დადებითი ეკონომიკური ტენდენციებია. მისი თქმით, დადებითმა ტენდენციებმა საბოლოო ჯამში ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
31.05.2016
01.06.2016
USD
1
USD
2.1472
2.1455
EUR
1
EUR
2.3913
2.3929
GBP
1
GBP
3.1362
3.1391
RUB
100
RUB
3.2507
3.2544