უკრაინა სსფ-ისგან 7 მლრდ დოლარის დახმარებას ელოდება

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას ელოდება. ამის შესახებ "უნიანის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ "სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ მომდევნო ტრანშს თებერვალში ველოდებით", - აღნიშნა პოროშენკომ. გასულ წელს უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა კიევი ახალი ეკონომიკური რეფორმების პროგრამის ფარგლებში 17.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხით უნდა უზრუნველყოს. ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინამ პირველი ტრანში გასული წლის მარტში მიიღო. მეორე კი აგვისტოში. მესამე ტრანშის გადარიცხვა 2015 წლის დეკემბერში იყო მოსალოდნელი, თუმცა, უცნობი მიზეზების გამო გადაიდო.