რა ბედი ელით გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს
რა ბედი ელით გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს
23 იანვარი / 2016
გერმანია ლტოლვილებისთვის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა.
სწორედ ამიტომაც გასულ წელს მიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი გერმანიის საზღვრებს მიადგა. თავშესაფრის მაძიებელთა რეკორდულად ზრდამ ამ ქვეყანას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ერთ დროს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ცნობილ გერმანიაში, დღეს ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა. კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად მიიჩნევა, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.
31 დეკემბერს გერმანიის რამდენიმე ქალაქში ძარცვის და ქალებზე მიგრანტთა მიერ სექსუალური ხასიათის თავდასხმის ასობით ფაქტი დაფიქსირდა. პოლიციაში სულ 838-მა ადამიანმა შეიტანა საჩივარი, აქედან 381 სექსუალური ხასიათისაა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელების დიდი ნაწილი მიგრანტები იყვნენ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონიდან.

მსგავსი მასშტაბური თავდასხმები გერმანიაში უპრეცედენტო რაოდენობას აღწევს. მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მიგრანტთა დიდ ნაკადს უკავშირებს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ლტოლვილთა რიცხვი უნდა შემცირდეს. ნაწილი კი ამბობს, რომ მიგრანტებს გერმანიაში თავშესაფრის მიიღების საშუალება უნდა მიეცეთ. თუმცა, ფაქტია, რომ გერმანიის მთავრობისა და პოლიციის უნარი - შეინარჩუნონ წესრიგი ქვეყანაში, ეჭვის ქვეშ დადგა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ღამე ქუჩაში გასვლა უკვე ძალიან საშიშია.
„სამწუხაროდ, უბნები, რომლებიც უცხოელებითაა დასახლებული, კრიმინალის მაღალი დონით გამოირჩევა. ლტოლვილების მიღებისა და პარიზის ტერაქტის შემდეგ კი უსაფრთხოების განცდა აღარ არის, ყოველ ხალხმრავალ ადგილას შეიძლება რაღაც აფეთქდეს, არის ცრუ განგაშის შემთხვევებიც. სამი წელი არ არის, რაც აქ ვცხოვრობ და 2015 წლის იანვრის შემდეგ, ნამდვილად აღარ მაქვს უსაფრთხოებისა ის განცდა, რაც მანამდე“, - ამბობს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მარიამ დგებუაძე.
ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთა ნაწილი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საზღვრების ჩაკეტვის ინიციატივით გამოდის. განსაკუთრებით კრიტიკულად უდგება მიგრაციის კრიზისს გერმანიის ყველაზე მდიდარი რეგიონი - ბავარია, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყანაში ლიდერია. თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, გასულ კვირას ბავარიის მთავრობა ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა. სიაში საქართველოს შეყვანაც სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ ლტოლვილებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ჩაითვლება.

გერმანიაში მცხოვრები ქართველების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ქვეყნის იმიჯისთვის კარგი იქნება, თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისთვის კი ცუდი.
„ქვეყნის
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმიჯისთვის, რასაკვირველია, კარგი უნდა იყოს, თუმცა სხვა საკითხია, მართლა რამდენად უსაფრთხოა. იმ პირებს, ვინც საკუთარ თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილებად თვლიან, მერე ალბათ ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ უსაფრთხო ქვეყანაში მათ ვინმე დევნით“, - ამბობს გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტი, თამარ ზაზაძე.
„მშვენიერი გადაწყვეტილებაა. ჯერ ერთი, ბევრი ყალბი საბუთით იმყოფება აქ საქართველოდან და ხდებიან კრიმინალები. მათი რიცხვი უკვე სტატისტიკას ქმნის, რაც ზოგადად ქართველებზე სტერეოტიპული შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამასთანავე, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ვფიქრობ, არალეგალთა პირველი ნაკადი ევროპაში საქართველოდან დიდი იქნება. თუ საქართველოს მოქალაქეს აღარ დაჭირდება ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად, ის აღარ გადაიხდის ფულს საბუთების გაყალბებაში. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენ არ ვართ ცხელი წერტილი, სადაც ყოველ დღე ხალხი იღუპება. ამიტომაც თავშესაფარი საქართველოდან ძალიან მცირე ადამიანს სჭირდება“, - აღნიშნავს მარიამ დგებუაძე.

გერმანია არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ქართველი მიგრანტების დიდი ნაწილი ცხოვრობს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის თქმით, გერმანიაში დაახლოებით 20 000 ქართველი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი არალეგალურად არის წასული. ისინი ძირითადად სამუშაოდ მიდიან, სასწავლო მიზნით მხოლოდ 5 პროცენტია წასული. რამდენად გართულდება ქართველებისათვის გერმანიაში წასვლა, ეს გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. მანამდე კი ბერლინმა ომს გაქცეული მიგრანტების ბედი უნდა გადაწყვიტოს.


თამთა ჯიჯავაძე
კომენტარები (1)
24.01.2016
.
ეს მარტო გერმანიაში თუ ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგივეა მოსალოდნელი????
მსგავსი სიახლეები
მსოფლიოს ოთხი წამყვანი ბანკი ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას.
შემცირებული ტურისტების გამო პარიზმა 750 მილიონი ევრო იზარალა
პირველად, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს.
მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გერმანია შვეიცარიასთან საზღვარს აძლიერებს.
წლიდან წლამდე საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს სხვა ქვეყანაში მუშაობის და ცხოვრების მიზნით.
"ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსში" საქართველომ 160 ქვეყანას შორის 130-ე ადგილი დაიკავა.
გერმანიაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სექტემბერში ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს, რათა მათ მეტი ემიგრანტის დასაქმებისკენ მოუწოდოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სირიის ქალაქ ალეპოში ე.წ. საჰაერო ხიდის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ხმელთაშუა ზღვაში 296 მიგრანტი გადაარჩინეს. როგორც დასავლური მედია იტყობინება, სამაშველო ოპერაცია ნორვეგიულმა ხომალდმა ჩაატარა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.08.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
სრულად
29.08.2016
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
სრულად
29.08.2016
საქართველოს საჯარო სკოლების 53 540 პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცემა.
სრულად
29.08.2016
რუსეთიდან თურქეთში პირველი ჩარტერული რეისები 2 სექტემბერს განხორციელდება.
სრულად
29.08.2016
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს აკუმულატორებზე ახალ პირობებს სთავაზობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.08.2016
30.08.2016
USD
1
USD
2.2856
2.2914
EUR
1
EUR
2.5802
2.5625
GBP
1
GBP
3.0147
2.9976
RUB
100
RUB
3.5265
3.5225