ტურისტების რიცხვმა მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მსოფლიოს მასშტაბით უცხოელი ტურისტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2015 წელს 1,2 მილიარდი შეადგინა.ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აქვეყნებს. 2014 წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რიცხვი გასულ წელს 4.4 პროცენტითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს რომ 2015 წელს 50 მილიონი ტურისტით მეტმა იმოგზაურა უცხო ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ საერთაშორისო ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად საშულოდ 4 პროცენტით იზრდება.

რაც შეეხება რეგიონების სტატისტიკას, ევროპის ქვეყნებში გასულ წელს ტურისტების რაოდენობის 5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. იგივე მონაცემებია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტიტენტსა და წყნარი ოკეანის რეგიონში. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, აქ 3 პროცენტიანი ზრდა იყო, აფრიკაში კი პირიქით 2015 წელს, უცხოეული ტურისტების რიცხვმა 3 პროცენტით იკლო.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 2016 წლისათვის მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის კიდევ 4 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.