რატომ იგებენ მერიის ტენდერს რუსული კომპანიები?!
25 იანვარი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"კარგი მმართველობის კვლევისა" თუ "თბილისელების შესასწავლად" უცხოურ კომპანიებს მილიონებს ვუხდით...

ყოველწლიურად სხვადასხვა უცხოური კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევებისა და საკონსულტაციო მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გაედინება. მთავრობა ამ ფირმებს ხან ქუჩების საცობებისგან განსატვირთავად ქირაობს, ხანაც მყარი ნარჩენების ეფექტურად გატანისთვის. გასაგებია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ბევრ საკითხში შესაძლოა ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ შუქნიშნების ადგილების განსაზღვრა და ნარჩენების გატანა მაინც უნდა მოახერხონ როგორც ამ დარგის მეცნიერ-მუშაკებმა, ასევე შესაბამისი პროფილის სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულმა მრავალრიცხოვანმა და მაღალი ანაზღაურების მქონე სპეციალისტებმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოპოვებული ინფორმაციით, შარშან უცხოური საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებით რამდენიმე სამინისტრომ ისარგებლა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია Global Alliance For Health and Social Compact-ს კონს­ულტაციებისთვის 300.000 დოლარი გადაუხადა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო­ მინისტრის აპარატსა და Cambre Associates-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელის მომსახურება თვეში 40.000 ევრო ჯდება. ჩამონათვალი ვრცელია, დიდია უცხოური ფირმებისთვის რჩევა-დარიგებაში გადახდილი­ თანხაც. ცოტა ხნის წინ გერმანულ კომპანიას თბილისის მერიამ რამდენიმე სატრანსპორტო კვანძის საცობებისგან განტვირთვის ხუთი იდეისთვის 100.000 ლარი გადაუხადა.

bpn

ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის­ ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი: - მერიას ტენდერიც არ ჩაუტარებია, ისე გადა­წყვიტა გერმანულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება და 40.000 ევროს სანაცვლოდ რჩევის მიღება, როგორ განტვირთონ საცობები საბურთალოზე. შედეგი, ცოტა არ იყოს, ანეკდოტური­ მივიღეთ - უცხოელებმა გვირჩიეს, რომ თურმე შუქნიშნები უნდა დავამატოთ კონკრეტულ მისამართებზე. სულ ცოტა, უხერხულია, როცა მერია ამ თემაზე კვლევას უკვეთს. თუ მერს გეგმა არა აქვს, როგორ განტვირთოს საცობები­სგან ქალაქი, რატომ ჰპირდებოდა მოსა­ხ­ლეობას პარკირების პრობლემის მოგვარებასა და ამ მიზნით სამუშაოების დაწყებას. რად უნდა ამას კვლევა?

საქმეში მცირედით გარკვეული ადამიანიც გეტყვით, რომ საცობებისგან განსატვი­რთავად საჭიროა ახალი გზების, ხიდების,­ ესტაკადების მშენებლობა და არსებული­ გზების შეკეთება. შუქნიშნის დამატება რომ საცობს ვერ განტვირთავს, ამაზე ალბათ­, ყველა ვთანხმდებით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უფასოდ შესთავაზებს მერიას რჩევას, როგორ შეიძლება განტვირთოს ქალაქი. ყველა მიმართულებით თუ კვლევა უნდა მოაწყოს ქალაქის მთავრობამ,­ მაშინ თავად რა უნდა აკეთონ? თუ არაფერი იცის ნარმანიამ და არც ჰყავს კარგი მენეჯერები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მაშინ რისთვის არიან დედაქალაქის მთავრობაში? 2016
წლის ბიუჯეტშიც აქვს გათვალისწინებული ნარმანიას კვლევები. მაგალ­ითად, 80.000 ლარის დახარჯვას აპირ­ე­ბს კარგი მმართველობის კვლევისთვის(?!). გამოდის, კარგი მმართველობა არ იცის არც ნარმანიამ და არც მერიამ და ამას აღიარე­ბენ. გამოყოფილია თანხა ტაქსისტების კვლევისა და თბილისელების ცხოვრების დონის შესასწავლადაც. ამ რეალობას კი მარტივი სტატისტიკა ასახავს. რამდენი სოციალურად­ დაუცველი, ბენეფიციარია ქალაქში, ეს მონაცემი ღიაა. მეტი მოქნილობისა და დეცენტრალიზაციისთვის მერიას აქვს 10 გამგეობა და 25 უბნის სამსახური, რათა გაიგონ ადგილობრივი პრობლემები­. მილიონობით ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან მერიისა და გამგეობების შენახვისთვის და დამატებით კიდევ - ასიათასობით ლარი იმ კვლევებისთვის, რის შესახებაც ინფორმაცია მერიის სამსახურებს ისედაც უნდა ჰქონდეთ.

მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტიდან რაღაც სულელური კვლევებისთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიონ ლარს აჭარბებს. ბოლო დროს მერიის მხრიდან უცხოური კომპანიების მიმართ ლოიალური დამოკიდ­ებულება ბევრ კითხვას აჩენს. სულ უფრო ხშირად იგებენ მერიის გამოცხადებულ ტენდერებს ფირმები, რომლებსაც კონკრეტულ სფეროში საქმიანობის გამოცდილებაც კი არა აქვთ. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის მე-18 კორპუსის­ გამაგრებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყ­ოფილია 880.000 ლარი და ეს ტენდერი მოიგო­ კომპანიამ, რომელიც­ 2015 წლის 9 ოქტომბერს დაფუძნდა. ტენდერი­ კი 18 ოქტომბერს გამოცხადდა... დოკუმ­ენტაციაში მითითებული იყო, რომ კომპანიას უნდა ჰქონოდა ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება. ერთი კვირის დაფუძნებულ კომპანიას რა გამოცდილება უნდა ჰქონოდა, ამიტომ საბუთებში მიუთითა, რომ რუსეთში დაფუ­ძნებული ფირმის შვილობილია და გამო­ცდილებას "დედა" კომპანია ფლობდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "დედა" კომპანიასაც არა აქვს სამშენებლო სამ­უშაოების გამოცდილება, ის რძის პროდუქტების მწარმოებელია(?!).

იგივე ვითარებაა კიდევ სამ ტენდერთან დაკავშირებით და ჯამში ოთხივე ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანიაა, მათთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა კი 3 მილიონ ლარს აჭარბებს. გამოდის, ეს ფული, ფაქტობრივად რუსულ კომპანიებს უნდა გადავუხადოთ. აქეთ გერმანელებს გადავუხადეთ 100 ათასი ლარი, იქით რუსულ კომპანიებს, მერე კიდევ ვიღაც გამოჩნდება და თან ვწუწუნებთ, რომ უცხოური ვალუტა თურმე ქვეყნიდან გადის და ლარი უფასურდება.

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: - როცა საქართველოში არსებობენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები და მათ უცხოელი სპეციალისტებით ანაცვლებენ, ეს არ არის კარგი. ჩვენი ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, მაგრამ არის საკითხები,­ როცა მოწვევა აუცილებელია. როცა ვსაუბ­რობთ, რატომ გახდა საჭირო გერმანელების დაქირავება საგზაო სიტუაციის შესასწავლად, ან ფრანგებისა - სტიქიის შემდეგ გმირთა მოედანსა და ვარაზისხევში კვლევისთვის, მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაციები ფლობდნენ ისეთ კომპიუტერულ პროგრამას, რომლის ანალოგი, სამწუხაროდ, თბილისში არავის­ აქვს. ჩვენც გაგვიჩნდა შეკითხვა­ და მერიაშიც დაგვიდასტურეს, რომ მათ სცადეს თბილისში მოეძებნათ კომპანიები, რომლებიც ამ სამუშაოებს ჩაატარებდნენ, მაგრამ მსგავსი მასშტაბისა და სამუშაოს ჩატარების­ რესურსი არ მოიძებნა... შესაძლოა კიდევ დაგვჭირდეს ასეთი მომსახურება და თბილისის მერიაში გადაწყვიტეს, შემუშავდეს პროექტი, მომზადდეს კადრები ან შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ფინანსები გამოყოს მთავრობამ და გადამზადდნენ სპეციალისტები, რათა უახლოეს მომავალში, როცა დაგვჭირდება კვლევები, ადგილობრივი კადრები გვყავდეს.
მასალის გამოყენების პირობები

ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სისტემისადმი ბიზნესის დამოკიდებულების თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
ნუტრიცია ხარისხიანი საკვების დაბალანსებულად მიღების ჩვევაა, რაც თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესსექტორთან შეხვედრების ფარგლებში ტენდერებში მონაწილე ავეჯის პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სატერმინალო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანიები კვლავ "კორპორაცია ფოთის პორტის" წინააღმდეგ გამოდიან.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კომპანია "რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს.
მაღაზიათა ქსელის "სუფთა სახლი" წინააღმდეგ, ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ქვეყნის მოქალაქეებს ორი წლის წინანდელი სკანდალის გამო მოუბოდიშა, რომელიც მისი ცოლის მიერ 7 მილიონი დოლარის ღირებულების ვილის ყიდვას უკავშირდებოდა.
ამერიკელმა მილიარდერმა და ინვესტორმა უორენ ბაფეტმა ქველმოქმედების მიზნით, ერთ დღეში 2,86 მილიარდი დოლარი გაიღო.
კომპანია ”თბილისის მირკოავტობუსი” 32 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლს საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
დიღომში, დღეს აშშ-ის საელჩოსთან მდებარე ტაქსოპარკის მძღოლები გაიფიცნენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.07.2016
გამოძიების ცნობით, თავდამსხმელს, რომელმაც გუშინ მიუნხენის სავაჭრო ცენტრთან 9 ადამიანი მოკლა, დეპრესიული სახის ფისიქიკური დაავადება ჰქონდა.
სრულად
23.07.2016
მიუნხენში მცხოვრები ბათუმელი მეგი ჩერქეზიშვილი გუშინდელი თავდასხმის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
სრულად
23.07.2016
„მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ხორციელდება.
სრულად
23.07.2016
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს.
სრულად
23.07.2016
“ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.07.2016
24.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3479
EUR
1
EUR
2.5864
2.5864
GBP
1
GBP
3.0776
3.0776
RUB
100
RUB
3.6425
3.6425