2015 წელს ევროზონაში რეკორდული რაოდენობის ყალბი ევრო ამოიღეს

ევროზონის ქვეყნებში გასულ წელს ყალბი ბანკნოტების ოდენობამ 2002 წლის შემდეგ პირველად, მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია.

ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ევროზონაში 899 ათასი ყალბი ბანკნოტა ამოიღეს, რაც 2014 წელთან შედარებით, 60 000-ით მეტია.

ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ამ მაჩვენებლის მიუხედავად, ყალბი კუპიურების საერთო მოცულობა უმნიშვნელოა, რადგან 2015 წლის მეორე ნახევრის მონაცემებით, ევროზონის ბრუნვაში 18 მილიარდი ბანკნოტაა.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ყველაზე მეტად 20 ევროს ნომინალის ბანკნოტებს აყალბებენ. შარშან მსოფლიო ფინანსური სისტემა, გამყალბებლების საქმიანობის შედეგად 39 მილიონი ევროთი დაზარალდა.