ქვეყანაში პურის და დენის გაძვირების საფრთხეა
ქვეყანაში პურის და დენის გაძვირების საფრთხეა
26 იანვარი / 2016
მედიკამენტები ისევ გაძვირდა, ამჯერად რიგში დენის ტარიფი და პურია.
წისქვილკომბინატებში აღნიშნავენ, რომ ისინი არსებულ ფასს ძველი მარაგის ხარჯზე ინარჩუნებენ. ახლო მომავალში ან ფქვილი უნდა გააძვირონ ან წარმოება გააჩერონ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სხვათა შორის, 3 მსხვილი წისქვილკომბინატი უკვე გაჩერდა და რამდენიმე ათეული ადამიანი უმუშევარი დარჩა. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური სიმშვიდით ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია.

ფარმაცევტები "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად მედიკამენტები თითქმის ყოველ კვირა ძვირდება. ბოლო დროს განსაკუთრებით ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატების ფასმა მოიმატა.

"დღეს რამდენიმე სახეობის მედიკამენტზე ფასი უკვე შეცვლილი დაგვხვდა. მაგალითად, 3 დღის წინათ "ტერაფლუ" 1,2 ლარი ღირდა, ახლა 1,3 ლარია. გაძვირდა "ბიოფაგიც", უმეტესად გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ზოგადად, წამლები ყოველ კვირა ძვირდება, ასევე გაზრდილია ფასები ჰიგიენასა და ბავშვის საკვებზე. ამიტომაც, გაჩნდა ტენდენცია, რომ მომხმარებელი, ძირითადად, იაფ წამალს ყიდულობს და წარმომავლობას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს. მაგალითად, გვეკითხებიან, სურდოს საწინააღმდეგო ყველაზე იაფი რაც გაქვთ, ის მოგვეციო", - ამბობს ფარმაცევტი ანა ტეფნაძე.

კიდევ ერთი ფარმაცევტის, მანანა ღვინიაშვილის თქმით, მედიკამენტების ფასები კურსის თითქმის ყველა ცვლილებაზე იმატებს.

"შეიძლება ისეთი მკვეთრი ზრდა არ არის, როგორც გაუფასურების მასშტაბებია, მაგრამ თითქმის ყველა წამალი გაძვირებულია. ორშაბათს ცვლა რომ გადმოვიბარე, რამდენიმე სახეობის წამლაზე ფასი ისევ მომატებული დამხვდა", - აბმობს მანანა ღვინიაშვილი.

ჯერჯერობით, ფასების კორექტირებაზე არ მსჯელობენ ენერგოობიექტებში, მაგრამ აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ტარიფის გაზრდის საკითხი ისევ დადგება. მით უფრო, რომ ახლა ზამთრის პერიოდია და ქვეყანა საკმარისად არის დამოკიდებული თბოსადგურებსა და დენის იმპორტზე.

ახალი წლიდან თბოსადგურების ტარიფში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4 ლარის ნიშნულზე განისაზღვრა. "მტკვარი ენერგეტიკას" დირექტორი დევი კანდელაკის განცხადებით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუ კურსი არ დასტაბილურდა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა ზრდის მიმართულებით ისევ მოსალოდნელია. "ახლო მომავალში ცვლილებები არ იქნება", - ამბობს კანდელაკი. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ზაფხულში დენის ტ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არიფი, საშუალოდ, 4 თეთრით გაძვირდა.

გაცილებით რთული მდგომარეობაა ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე. ამჯერად, წისქვილკომბინატებში 1 ტომარა ფქვილი 41 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ არსებული ფასი ძველი მარაგის ხარჯზეა შენარჩუნებული. თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, მაშინ ფქვილის გაძვირება გარდაუვალი იქნება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება პურპროდუქტების გაძვირების საკითხიც.

"ჯერჯერობით ძველი მარაგი გვაქვს. დღესდღეობით 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 41 ლარი ღირს. ეს პურის დადგენილ ფასზე არ უნდა აისახოს. ვაკვირდებით დოლართან ლარის კურსის ცვლილებას. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ბუნებრივია, ეს პურის ფასზეც აისახება", - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

მისი განცხადებით, წისქვილკომბინატები გაცილებით რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რუსეთიდან და ყაზახეთიდან ფქვილი დემპინგური ფასით შემოდის, რომელთანაც ქართველ მეწარმეებს კონკურენცია უჭირთ. მთავრობა კი ჯერ კიდევ შარშან დაპირებული კანონის მიღებას - ანტიდემპინგური ფასების შესახებ ისევ აგვიანებს. საქართველოს ბაზარი კი, შესაძლოა, იაფფასიანმა იმპორტმა წალეკოს, რაც ადგილობრივ წარმოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და იმპორტს კი უფრო ფართოდ უღებს კარს.

სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბალი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის. ამ ქვეყანაში დაწესებულია წინასაიმპორტო გადასახადი, რომელიც რუბლის დოლართან ცვლილებებზეა მიბმული; ანუ რუსული ვალუტის გაუფასურება იმპორტიორებისთვის ხორბლის გადასახადის გაზრდას იწვევს. ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებულია ფქვილის იმპორტი, შესაბამისად, რუს მეწარმეებს ურჩევნიათ ფქვილი აწარმოონ და მისი ექსპორტი დაბალ ფასად განახორციელონ.

"რუსული კომპანიები, რომლებიც ხორბლისგან ფქვილს აწარმოებენ, გადასახადს არ იხდიან, შესაბამისად, საქართველოში რუსული ფქვილი დაბალ ფასად შემოდის, რომელიც ადგილობრივ წისქვილკომბინატებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის", - ამბობს ლევან სილაგავა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე მხსვილი წისქვილკომბინატი - ავჭალის წისქვილკომბინატი, "თბილისი" და "იბერია" (ყოფილი "მზეკაბანი") დაიხურა. არ არის გამორიცხული, რომ მათი ბედი სხვებმაც გაიზიარონ.

"იმპორტირებულ ფქვილთან კონკურენცია გართულდა. ამდენი ხანია ველოდებით კანონს, რომელსაც საშველი არ დაადგა. საუბარია ანტიდემპინგურ კანონზე. ევროკაშვირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ადგილობრივი ბაზრის დაცვას გვავალდებულებს. შესაბამისად, უნდა ამოქმედდეს ანტიდემპინგური კანონი. გარდა ამისა, მეორე კანონსაც ველოდებით, რომელიც რამდენიმე წელია პროექტის სახით არის - "ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შესახებ". მოკლედ, ვართ მოლოდინის რეჟიმში და ამასობაში ადგილობრივი მეწარმეები, მათ შორის წისქვილკომბინატები, დაუცველები არიან", - ამბობს სილაგავა.

მოსახლეობასა და ბიზნესში უფრო მეტად ნეგატიური პროცესების განვითარების შიშს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პასიურობა აჩენს. რამდენიმე დღეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 9 თეთრით გაუფასურდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი მხოლოდ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ თურმე ქვეყანაში არაფერი საგანგაშო არ ხდება. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები საზოგადოების წინაშე განმარტების ვალდებულებას საერთოდაც ვერ გრძნობენ. ამასობაში კი საზოგადოებაში სოციალური მღელვარება მწიფდება.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (9)
27.01.2016
გიორგი
ანტიდემპინგური კანონის შემოღებას რო გაიძახიან ეს გაზულუქუებლი წისქვილკომბინატები თავიანთი არაკეთილსინდისიერი და ხელოვნური კონკურენციის შექმნით აზარალეს პურის ქარხნები როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო ყველა მოქმედმა წისქვილკომბინანტმა ერთდროულად ყოველ დღიურად დაიწყეს ფასის გაზრდა და ლამის რეკორდულ თანხმადე ავიდნენ, რო არა ეს პატარ პატარა წისქვილები რომლებიც კახურ ხორბალს ფქვავდნენ და პარალელურად იმპორტი დაიწყო დღეს დღეისობით პურის ფასი 2ჯერ და 3ჯერ იქნებოდა გაზრდილი.
27.01.2016
კახი
ამ ქვეყანაში უნამუსობა ზეიმობს, ერთი პურს ჭამდა ხალხი და მალე მაგიც აღარ ექნებათ. ქოცები კოცონზე არიან დასაწვავები ერთიანად.
მსგავსი სიახლეები
26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება.
თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის განხორციელება დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, 21 მაისს, "წმ. ნიკოლოზის გზასთან" დაკავშირებით, მომლოცველებისთვის უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნა.
”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლათფორმასთან“ ერთად, ”ფანასკერტელის ინდექსის“ მეშვეობით მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგს განაგრძობს.
8 მაისს გერმანიამ რეკორდი დაამყარა - ამ მზიან და ქარიან დღეს, განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ, მოსახლეობის 87%-ით უზრუნველყოფა მოახერხა.
საქართველოში სურსათი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში.
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი რეკორდულ ფასად გაიყიდა.
ჩინეთს ჩაის კულტურის 1500-წლიანი ისტორია აქვს, ამ ქვეყანაში უამრავი სახეობის ჩაი მოჰყავთ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.05.2016
6 თვის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს გადასცდა.
სრულად
26.05.2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია.
სრულად
25.05.2016
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მასუდ აჰმედს (Masood Ahmed) შეხვდა.
სრულად
25.05.2016
აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა.
სრულად
25.05.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1473 ლარი გახდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.05.2016
26.05.2016
USD
1
USD
2.1474
2.1473
EUR
1
EUR
2.4014
2.3925
GBP
1
GBP
3.1324
3.1385
RUB
100
RUB
3.2100
3.2568