საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს
საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს
26 იანვარი / 2016
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 5,42 დოლარით ანუ 14,5%-ით,
ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე light sweet-ის ნავთობის ფასი ბარელზე 4,90 დოლარით, 13,2%-ით არის შემცირებული.
ნავთობის ფასის პარალელურად მცირდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით, რაზეც დამოკიდებულია საწვავის ფასი საქართველოში. წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორისო ფასები ბენზინზე Platt’s-ის მიხედვით შემცირებულია 24 დოლარით/ტონაზე ანუ 5,6%-ით, ხოლო დიზელის ფასი - 40,75 დოლარით/ტონაზე ანუ 12,9%-ით.
Platt’s-ის მიხედვით საერთაშორისო ფასების შემცირების პარალელურად საქართველოში წლის დასაწყისიდან დღემდე რამდენჯერმე მოხდა საწვავის ფასის შემცირება, მათ შორის ბოლო 2-3 დღეში. ყველაზე მოხმარებადი რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 9-15 თეთრით ლიტრზე, ხოლო ევრო დიზელის ფასი - საშუალოდ 8-18 თეთრით.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის შეფასებით, საერთაშორისო ფასების შემცირების პარალელურად საწვავზე ფასების კლება ადგილობრივ ბაზარზე მომავალშიც გაგრძელდება.
კომენტარები (4)
01.03.2016
პიპინია
ვისოლი 85 ლიტრიან ბაკში 89ლიტრა საწვავს ასხავს. და თუ დაეჭვდი და კითხე ეს როგორ მოხდაო იცი რას გპასუხობენ? ეს ჩვენი პრობლემა არააო:)))) ხო კაია. 5 თეთრი დააკლო ვითომ ფასს და 4 ლიტრას გპარავს. ცარიელ ბაკს ბოლომდე იშვიათად ავსებს ვინმე და ამით სარგებლობენ და უბერავენ როგორც უნდათ. სუყველა კალონკა შესამოწმებელია. ყველა 20 ლიტრაში 1 ლიტრას იპარავს.
27.01.2016
კაკი
ქუთაისელი-ო. რაღაც არ მჯერა, რომ მაგ. "კუკოილში" ევრო-რეგულარის ფასი თბილისში იყოს 1.47 ხოლო ქუთაისში 1.50. ყველა კომპანიას ერთიანი ფასი უწესდება ქვეყნის მასშტაბით. ასე, რომ ვერ გავიგე რის თქმა გინდა.
მსგავსი სიახლეები
მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.
6 თვის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს გადასცდა.
26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა.
ლარის კურსის გამყარების ფონზე, საწვავის ფასების თემა კვლავ გააქტიურდა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე 0,01 ევროთი გაიზარდა და საშუალოდ 1,14 ევრო შეადგინა.
თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის განხორციელება დაიწყო.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი დაეცა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
31.05.2016
2016 წლის აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 30.5 მლნ ლარით გაიზარდა და 355.3 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ”თვის მიმოხილვაში”.
სრულად
31.05.2016
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ სამიტის „ელექტროენერგიით ტრანს სასაზღვრო ვაჭრობა“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სრულად
31.05.2016
ფოთში ტურიზმის კულტურისა და დასვენების პარკში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
სრულად
31.05.2016
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქი“ გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი მომავალ წელს საქართველო იქნება.
სრულად
31.05.2016
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყნაში დადებითი ეკონომიკური ტენდენციებია. მისი თქმით, დადებითმა ტენდენციებმა საბოლოო ჯამში ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
31.05.2016
01.06.2016
USD
1
USD
2.1472
2.1455
EUR
1
EUR
2.3913
2.3929
GBP
1
GBP
3.1362
3.1391
RUB
100
RUB
3.2507
3.2544