"ათი წლის წინანდელ მდგომარეობას დავუბრუნდით"

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ გოცირიძის პოსტს:

"თვის ბოლომდე ოთხი სამუშაო დღეა დარჩენილი და ბიუჯეტში მხოლოდ 476 მილიონი ლარია შემოსული. ხარჯები თითქმის ასი მილიონი ლარით მეტია გაწეული. ესეც ერთ-ერთი მიზეზია ლარის გაუფასურების.

მთავრობაში სერიოზული სახეებით მსჯელობენ მოგების გადასახადის გაუქმებასა თუ ტრანფორმაციაზე. ვერ მიმხვდარან, რომ დღევანდელი ჩვენი მთავარი ამოცანა არის სტაბილიზაცია და არა სტიმულირება. ათი წლის წინანდელ მდგომარეობას დავუბრუნდით.

ყველაზე დიდი საფრთხე ილუზიაში მყოფი ხელისუფლებიდან მოდის", - წერს გოცირიძე.

bpn