საიუბილეო Lamborghini Centenario გამოსვლამდე გაიყიდა
საიუბილეო Lamborghini Centenario გამოსვლამდე გაიყიდა
27 იანვარი / 2016
იტალიური ავტომწარმოებლის Lamborghini-ს საიუბილეო მოდელი Centenario, რომელიც კომპანიის დამაარსებლის ფერუჩიო ლამბორგინის დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება, ჟენევის ავტოშოუზე ოფიციალურ დებიუტამდე ორი თვით ადრე გაიყიდა.
ეს განსაკუთრებული ავტომობილი, რომელიც Lamborghini Aventador-ის პლატფორმაზე შეიქმნება, სულ 40 ერთეული გამოვა, საიდანაც 20 კუპე
You must have Flash Player installed in order to see this player.
იქნება, 20 კი კაბრიოლეტი. ავტომობილი 2,2 მილიონი ევრო ეღირება, თუმცა კომპანიის ერთგულმა კლიენტებმა უკვე შეიძინეს ნახვის გარეშე.
„ლამბორგინის“ ამჟამინდელმა მმართველმა სტეფან ვინკელმანმა პირობა დადო, რომ ჟენევის ავტოშოუზე „რაიმე განსაკუთრებულს“ წარმოადგენდა. მისი თქმით, სიახლე იქნებოდა ტექნოლოგიური ნოუ ჰაუსა და ე.წ. street-legal-ის მიქსი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მყიდველისთვის. შემქმნელების განცხადებით, ავტომობილი იქნება ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილი „ლამბო“, რომელიც ამავდროულად მძლავრ 759 ცხენისძალიან აგრეგატს მიიღებს.
სპეცმოდელები „ლამბორგინისთვის“ სიახლე არ არის. კომპანიამ გასულ წლებში ასევე ლიმიტირებული რაოდენობით გაყიდა ისეთი მოდელები, როგორებიცაა Sesto Elemento, Aventador J და Reventon. მიმდინარე წელს „ლამბორგინი“ კიდევ ერთ თარიღს აღნიშნავს. ეს არის მოდელ Lamborghini Miura-ს 50 წლის იუბილე, რომელიც პირველად 1966 წელს გამოვიდა. თუმცა ჯერ უცნობია, რას გეგმავენ კომპანიაში ამ თარიღის აღსანიშნავად.

კოკა კვირკველია
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
კომპანია Apple-მა ახალი ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც  კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენების დროს ვიდეო/ფოტო გადაღების ბლოკირებას ახდენს. ამის შესახებ 9to5mac იტყობინება.
დღეისათვის ბევრი ქვეყანა იყენებს მაღალტექნოლოგიურ მიღწევებს საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
იაპონიაში უკანასკნელ ვიდეომაგნიტოფონს ვიეიჩესის ფორმატით მიმდინარე თვის ბოლომდე გამოუშვებენ.
დიდი ბრიტანეთის კურორტ მეიბლტორპეში ჩასულ დამსვენებლებს ადგილობრივი კაფეებისა და მაღაზიების მფლობელები ახალ სერვისს - დრონის მიერ ნაყინის სანაპიროზე მიტანას შესთავაზებენ.
19 ივლისს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) სათავო ოფისში „ფერეროს“ საერთაშორისო სპეციალისტების მიერ ჩატარდება ტრენინგი, რომლის ძირითადი საკითხები იქნება „მცენარეთა დაცვა“ და „მოსავლის აღების შემდგომი პროცესების მართვა“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, USAID-ის პროექტ ZRDA-ს ფარგლებში, რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზებას იწყებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ”საპარტნიორო ფონდი” ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ,,სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში რეგიონებს პროგრამის პრეზენტაციით სტუმრობენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ “კანის ლომების” ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.07.2016
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის გახსნის ცერემონია გაიმართა.
სრულად
30.07.2016
ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას 1-ელ აგვისტოს გააცნობს.
სრულად
30.07.2016
ლეონარდო დიკაპიროს საქველმოქმედო ფონდმა, რომელიც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მუშაობს,  მორიგი გრანტის შესახებ დააანონსა.
სრულად
30.07.2016
მომავალი წლიდან დამსაქმებლების მიერ შრომის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის გამკაცრება იგეგმება.
სრულად
30.07.2016
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.07.2016
31.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3479
EUR
1
EUR
2.6083
2.6083
GBP
1
GBP
3.0898
3.0898
RUB
100
RUB
3.5119
3.5119