სავალუტო კრიზისის გამო ბიზნესი აქტივობას წყვეტს
სავალუტო კრიზისის გამო ბიზნესი აქტივობას წყვეტს
27 იანვარი / 2016
არაპროგნოზირებადმა ეკონომიკურმა გარემომ და მოკლე პერიოდში რამდენიმე პუნქტით ერთბაშად გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ ადგილობრივ ბიზნესს გარკვეული ბარიერები შეუქმნა. მათი ნაწილი არათუ გაფართოებას და განვითარებას, არსებულის შენარჩუნებასაც ძნელად ახერხებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმ შემთხვევაში, თუ ლარი სტაბილურობას არ დაიბრუნებს, ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო გაუჭირდება და, შესაძლოა, შარშანდელის მსგავსად სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტები ერთიმეორის მიყოლებით დაიხუროს.

იანვარში ეროვნული ვალუტა 4,24%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისში ერთი დოლარი 2,38 ლარი ღირდა, დღეს კი მისი კურსი უკვე 2,49 ლარს აჭარბებს. ეროვნული ვალუტის ასეთი სწრაფად დაცემა, ცხადია, ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

სავალუტო რყევისა და არასტაბილურობის განცდის პირობებში ბიზნესი გეგმებს ცვლის. ისინი ხშირ შემთხვევაში გაფართოებაზე უარს ამბობენ. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა "სუპერი" ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალი ქავთარაძის "აიჯი მოლში" გადაიტანა (აღნიშნულ ტერიტორიაზე "გუდვილი" მდებარეობს). როგორც კომპანიაში "კომერსანტს" განუცხადეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ორი ფილიალი - ერთი ვაჟა-ფშაველაზე, მეორე კი გლდანის "სქაი პლაზაში" დახურა, თუმცა სანაცვლოდ ფილიალები "გლდანი მოლსა" და "აიჯი მოლში" გახსნა. ამ ეტაპზე "სუპერს" თბილისში 16 ფილიალი აქვს. ქვეყანაში არსებული არაპროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობის გამო დღეისათვის ახალი ფილიალის გახსნა არ იგეგმება.

ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია "იბერმითს" კი, რომელიც ბაზარზე 2016 წლის თებერვალში დაბრუნდა, საქმიანობა ისევ შეჩერებული აქვს. როგორც საწარმოს ტექნიკური დირექტორი აცხადებს, კომპანიას ექსპორტი არ დაუწყია. დოლარის კურსი მერყევია, ამიტომ ამ ეტაპზე გაჩერებული არიან. ირაკლი ადეიშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანში ექსპორტის დასაწყებად, თუმცა იქ ფასი დაბალია, ამიტომ უცნობია, როგორ გადაწყდება საკითხი.

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ლარის რყევის მოლოდინი ბიზნესს აიძულებს უფრო თავშეკავებული იყოს. ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ასეთი რყევა ადგილობრივ ბიზნესს კუმშავს, შესაბამისად, კომპანიები ორიენტირებულნი არიან იმის შენარჩუნებაზე, რაც აქვთ და გაფართოებაზე უარს ამბობენ.

"კურსის ასეთი ცვლილება კომპანიების მხრიდან საქმიანობის შეზღუდვას იწვევს. ახლა გაფართოება კი არა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაც ძალიან ჭირს. მაგალითად, თუ კომპანიას 1000 დოლარის კრედიტი ჰქონდა და ამაში უნდა გადაეხადა 1700 ლარი, ახლა გადასახდელი აქვს 2500 ლარი, ანუ სხვაობა შეადგენს 800 ლარს.

ახლა ავიღოთ მოკლევადიანი კრედიტების მოცულობა, რომელიც შარშან ერთი მლრდ დოლარი იყო. კურსთა ცვალებადობის გამო ბიზნესს მოუწია 700
You must have Flash Player installed in order to see this player.
მლნ ლარის მობილიზება, რომ კრედიტი დაეფარა. საუბარი არ არის გაფართოებაზე, ინვესტირებაზე ან განვითარებაზე. 700 მლნ ლარი არის მიმოქცევიდან ამოღებული ფული, რომელიც მთლიანად ბანკებმა წაიღეს. ეროვნულმა ბანკმა სასწორის პინა კომერციული ბანკების სასარგებლოდ გადაწია და არა ბიზნესის. ფულის მასა რომ შემცირებულიყო, კურსი დარჩებოდა გარკვეულწილად უცვლელი, მაგრამ ეს სებ-მა არ გააკეთა.

აქედან გამომდინარე, ბიზნესმა, რომელსაც გასასტუმრებელი ვალდებულების მოცულობა მნიშვნელოვნად გაეზარდა, ძალიან რთულია განვითარებაზე "იზრუნოს", - განუცხადა "რეზონანსს" ვაჟა კაპანაძემ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ავთანდილ სილაგაძის თქმით, ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვალებადობა, რა თქმა უნდა, არასახარბიელო მოვლენაა და ის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს:

"ჯერჯერობით ეს არ არის საგანგაშო, მაგრამ თუ კურსი კიდევ 10-15 პუნქტით გაიზარდა, მაშინ ეს იქნება უმძიმესი დარტყმა ეკონომიკისთვის. საერთოდ, მოკლე პერიოდში ასეთი მკვეთრი დაცემა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს და მან აღარ იცის, რა გააკეთოს, რა ნაბიჯი გადადგას. ასეთ სიტუაციაში ის აქტივობას წყვეტს. მე მაინც მგონია, რომ ჯერ ასე არ მოხდება. ვფიქრობ, კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება", - განაცხადა სილაგაძემ.

ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (2)
27.01.2016
გიო
ქუმსიშვილს ურჩევდი ,,ბრძნული კომენტარების“ ნაცვლად სასწრაფოდ დაიწყოს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში, კონკრეტული პრობლემატიკის ადგილზე მოგვარების მიზნით..
27.01.2016
გიო
ქუმსიშვილს ურჩევდი ,,ბრძნული კომენტარების“ ნაცვლად სასწრაფოდ დაიწყოს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში, კონკრეტული პრობლემატიკის ადგილზე მოგვარების მიზნით..
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3709 ლარი გახდა.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ”სადახლო-საავტომობილო“ მებაჟე ოფიცრებმა 87.11 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და ამ საკითხზე მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, "ქართული ოცნების" რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედოს.
„კომერციული ბანკები მშენებლებს ახლოსაც არ იკარებენ“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3436 ლარი გახდა.
მაისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.2 %-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი 2.9 %-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
მცურავი კურსის პირობებში ვალუტის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დღეს, სასტუმრო „ანაკლიაში“ ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები შეხვდნენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.06.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3709 ლარი გახდა.
სრულად
28.06.2016
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
სრულად
28.06.2016
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, „საქართველოს ბანკი“ კონკურენტი დარგის განვითარებას აფერხებს.
სრულად
28.06.2016
კომპანია "კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორის გიორგი სუპატაშვილის ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის კონკრეტული თარიღი 2017 წლის 1 იანვარია.
სრულად
28.06.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის, ღირებულებათა ჯაჭვის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით სესხის აღების მექანიზმებზე მუშაობა მიმდინარეობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.06.2016
29.06.2016
USD
1
USD
2.3436
2.3709
EUR
1
EUR
2.5850
2.6289
GBP
1
GBP
3.1046
3.1597
RUB
100
RUB
3.6087
3.6653