რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა
რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა
29 იანვარი / 2016
საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა მაღალი თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ. მედიასაშუალებებშიც ხშირად გავრცელებულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მინისტრს ან პარლამენტარს რამდენი აქვთ ანაზღაურება, დანამატი და ა.შ.

AMBEBI.GE იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა უჯდება სახელმწიფოს უკვე ყოფილი თანამდებობის პირთა შენახვა. ამ შემთხვევაში ყოფილი პარლამენტარების, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ანაზღაურებით დავინტერესდით.

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა გვითხრა, ყოფილი პრეზიდენტები არ იღებენ ფულად დახმარებას, მათ მხოლოდ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ, ხოლო პრეზიდენტის ოჯახი იმ შემთხვევაში იღებს დახმარებას, თუ ეს უკანასკნელი გარდაცვლილია ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ოჯახის რჩენა არ შეუძლია.

"ყოფილი პრეზიდენტი, თუ ის არის ცოცხალი, ჯანმრთელი და შეუძლია მუშაობა, არანაირ დახმარებას არ იღებს სახელმწიფოსგან, მაგრამ თუ არის გარდაცვლილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ცუდი, მისი ოჯახი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" მთავრობის დადგენილების თანახმად, პრემიერ-მინისტრსაც და პრეზიდენტსაც თანამდებობის დატოვების შემდეგ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ სიცოცხლის ბოლომდე. დაცვით უზრუნველყოფილნი არიან მათი ოჯახის წევრებიც.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
You must have Flash Player installed in order to see this player.
თანამშრომელთა ანაზღაურებას, ზემოთაღნიშნული დადგენილების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსისისა და უფროსის მოადგილის ანაზღაურება 2500 ლარია, ცვლის უფროსი იღებს 2000 ლარს, დაცვის უფროსი ოფიცერის ანაზღაურება 1800 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცერის 1600 ლარი. პრეზიდენტის პირადი დაცვის დეპარტამენტის უფროსის ანაზღაურება 2400 ლარს შეადგენს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა კი 2100 ლარს. პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი ოფიცრის ანაზღაურება 1500 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცრის 1300 ლარი.

რაც შეეხება ყოფილ პარლამენტარებს, როგორც პარლამენტში გვითხრეს, ყოფილ დეპუტატებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, ანუ ყველასათვის ცნობილი პენსია და აკადემიური სტიპენდია.

"პარლამენტის წევრს ენიშნება კომპენსაცია, ანუ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით. ეს ენიშნებათ ჩვეულებრივ 65 წლის, ანუ საპენსიო ასაკში. საპენსიო თანხა შეადგენს არაუმეტეს 560 ლარს. გარდა ამისა, არის მეორე შემთხვევა, როცა ყოფილი დეპუტატი იყო პარლამენტის წევრი და აქვს 25-წლიანი სტაჟი, როცა ასეთი შემთხვევებია, აუცილებელი არ არის ის ადამიანი იყოს 65 წლის, შეიძლება იყოს უფრო ახალგაზრდაც. ამ შემთხვევაშიც იგივე თანხა ინიშნება, ანუ 560 ლარი, ამ ოდენობაზე მაღალი არ ენიშნებათ არცერთ შემთხვევაში", - განაცხადეს პარლამენტის პრესსამსახურში.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამგეობის შტატგარეშე თანამშრომელი, რომელმაც ზოგჯერ არც კი იცის, რას აკეთებს, ხელზე იღებს 1040 ლარს, ხოლო პატრულ-ინსპექტორის ანაზღაურება 900 ლარია
გაგაცნობთ ათ ქვეყანას, სადაც დასვენებისთვის მცირე ბიუჯეტი, კარგი განწყობა და თავგადასავლების ძიების სურვილი დაგჭირდებათ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შრომის ანაზღაურების სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე.
2015 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები 48%-ით გაიზარდა და 2,9 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
კარგი განათლება და კარგი დიპლომი მაღალშემოსავლიან სამსახურთან ასოცირდება.
2016 წლის 26 მარტს IDFI-მ საქართველოს პროკურატურას მიმართა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც დაკავშირებული იყო 2011-2015 წლებში პროკურატურის მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან
IDFI-ის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 113 070 ლარი.
IDFI-ის ინფორმაციით, 2012 წლის შემდგომ, პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად ადმინისტრაციული ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სამების ტაძრისა და მახათას მთის დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა.
ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ, რათა მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ბიუჯეტი მათი დოკუმენტია
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.07.2016
მომავალი წლიდან დამსაქმებლების მიერ შრომის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის გამკაცრება იგეგმება.
სრულად
30.07.2016
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სრულად
30.07.2016
1-ლი აგვისტოდან რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდება და მცენარეული ცხიმის შემცველ ნაწარმზე რძის პროდუქციის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება აიკრძალება.
სრულად
30.07.2016
ზაფხულის განმავლობაში, კონდიციონერის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება.
სრულად
30.07.2016
ჟურნალ Forbes-ის ახალი რეიტინგის მიხედვით, ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბის წოდება დაკარგა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.07.2016
30.07.2016
USD
1
USD
2.3460
2.3479
EUR
1
EUR
2.6008
2.6083
GBP
1
GBP
3.0885
3.0898
RUB
100
RUB
3.5353
3.5119