შვეიცარია მალაიზიას დაკარგული 4 მილიარდის პოვნაში დახმარებას სთხოვს
შვეიცარია მალაიზიას დაკარგული 4 მილიარდის პოვნაში დახმარებას სთხოვს
30 იანვარი / 2016
შვეიცარია მალაიზიას დაკარგული 4 მილიარდი დოლარის პოვნაში დახმარებას სთხოვს. როგორც შვეიცარიის გენერალური პროკურორი აცხადებს, მალაიზიურ სახელმწიფო ფონდ 1MDB-დან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი გაქრა. მისი ვარაუდით, აღნიშნული თანხა მალაიზიის მაღალჩინოსნების შვეიცარიულ ანგარიშებზე გადაირიცხა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შვეიცარიის პროკურატურამ გასულ წელს დაიწყო. საქმის ძიებისას გაჩნდა ეჭვი, რომ ფონდის თანხა არამიზნობრივად მაღალჩინოსნების მიერ დაიხარჯა.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ რაზაკმა ამ დრომდე არაერთხელ უარყო მომხდართან დაკავშირებით ბრალდებები და განაცხადა, რომ მას თავის ანგარიშზე ფონდიდან თანხა არ გადაურიცხავს. ამასთან, გასულ კვირას მალაიზიის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პრემიერი ეჭვმიტანილთა სიაში აღარ არის. მისივე თქმით, იგი მზადაა დაეხმაროს შვეიცარიელ კოლეგებს მომხდარის გამოძიებაში.
აღსანიშნავია, რომ მალაიზიური ფონდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 2009 წელს შექმნა და მის მიზანს ახალი ეკონომიკური და სოციალური პროექტების დაფინანსება წარმოადგენს.
კომენტარები (2)
01.02.2016
მაია
გარდა 1MDB-ის ფონდიდან დაკარგული 4 მილიარდი დოლარისა პრემიერ მინისტრის პირად ანგარიშზე აღმოჩნდა 600 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, რომელიც როგორც მალააზიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა საუდის სამეფო ოჯახმა აჩუქა პრემიერ მინისტრს. მალააზია წინა პრემიერ მინისტრის დროს საკმაოდ პროგრესულ და განვითარების აქტიურ კურს ადგა, რაც სამწუხაროდ ნელნელა უკან-უკან მიდის.აშკარად შეინიშნება საუდის არაბეთის გავლენა განსაკუთრებით რელიგიურ საკითხებში. მალააზიის რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე საკმაოდ შეირყა ამ სკანდალის გამო, თუმცა თვითონ მალააზიაში ხალხს საკმაოდ ეფექტურად აჩუმებენ.
01.02.2016
ზვიადი
ჩვენთან რომ დაიკარგა 4,5 მილიარდი, მისი გამრკვევი ვინ არის ნეტავ
მსგავსი სიახლეები
”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და შვეიცარული კომპანია StadlerBssnang AG-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
”საპარტნიორო ფონდს” საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია ესტუმრა.
ივნისში, შეკვეთილთან ახლოს, ახალი საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena გაიხსნება.
ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულმა კონფერენციამ, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს.
ძმები ენტონი და ჯო რუსების ახალი ბლოკბასტერი „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ 2016 წლის პირველი ფილმი გახდა, რომელმაც შემოსავლებით მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა.
2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „მალაიზიის ავიახაზების“ MH17 რეისის მგზავრთა ოჯახებმა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი ყურადღება დავუთმოთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სამი სასტუმრო Marriott-ის უმაღლესი კლასის “Autograph Collection” ბრენდის ქვეშ ერთიანდება.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს მცირედით გადააჭარბებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.05.2016
ბრიტანული Post Office Travel Money-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპაში ალკოჰოლური სასმელები ყველაზე იაფი პრაღაში ღირს.
სრულად
29.05.2016
ბანკნოტების კოლექციონერთა საერთაშორისო ასოციაციამ (IBNS) 2015 წლის საუკეთესო ბანკნოტი დაასახელა.
სრულად
29.05.2016
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს - ფიფა-ს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მისთვის ხელფასის სახით შეთავაზებულ 2 მილიონ დოლარს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.
სრულად
29.05.2016
დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა.
სრულად
28.05.2016
დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.05.2016
30.05.2016
USD
1
USD
2.1461
2.1461
EUR
1
EUR
2.3985
2.3985
GBP
1
GBP
3.1438
3.1438
RUB
100
RUB
3.2531
3.2531