რუსულმა ავიაკომპანიებმა მოსკოვი-თბილისის რეისებზე ფასი შეამცირეს

ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთების ფასი შეამცირა. ამის შესახებ რუსული ვებგვერდი „პირატესი“ იტყობინება.

კომპანია „აეროფლოტი“ მსურველს ბილეთებს 10 500 რუბლიდან, კომპანია „S7“ კი 9 300 რუბლიდან სთავაზობს. „აეროფლოტის“ ბილეთის ფასში ბარგის ღირებულებაც შედის. „აეროფლოტის“ აქცია მარტის ბოლომდე იმოქმედებს.