შვეიცარიის მთავრობამ ქვეყნის ყველა მოქალაქე შესაძლოა, 2 500 ფრანკით უზრუნველყოს
1 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
შვეიცარიაში ივნისში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის მონაწილეებმაც უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 2 500 შვეიცარული ფრანკის (დაახლოებით 2 250 ევრო) მიღება.
ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, მოქალაქე სახელმწიფოსგან დახმარებას იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ დასაქმებულია. არასრულწლოვნების დახმარება კი 625 ფრანკით (დაახლოებით 560 ევრო) განისაზღვრება.
ინიციატივის ავტორთა განცხადებით, ამით აღმოიფხვრება კავშირი მოქალაქის შემოსავალსა და დასაქმებას შორის, რადგან ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს გარანტირებული შემოსავალი ექნება. ამასთან ერთად, შვეიცარიაში გამართულმა სოციალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ აპირებს გააგრძელოს მუშაობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა უპასუხა, რომ თანხის მიღების შემდეგ მუშაობას თავს დაანებებს.
კანონის მიღების შემთხვევაში, შვეიცარია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მუდმივი ყოველთვიური შემოსავლით უზრუნველყოფს. ამისთვის შვეიცარიას ყოველწლიურად 200 მილიარდი ფრანკი დასჭირდება. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, თანხის ნაწილს - 150 მილიარდ ფრანკს საგადასახადო შემოსავლებიდან აიღებენ, 55 მილიარდი ფრანკი კი სოციალური დაზღვევიდან გამოიყოფა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

კომენტარები (8)
02.02.2016
იროზნა
ფალკაოს-მე, ჩემს სახელს არ გავქცევივარ. ფალკაოს კი, ვერაფერი გავუგე. სახელია!? ნიკას - მდიდარი ქვეყნების და ჩვენი ქვეყნის განვლილი პრაქტიკა, ჩემს ნააზრევს ადასტურებს. ვისი პოზიციაა არაადეკვატური, ისევ ჩვენი ქვეყნის განვლილი პრაქტიკიდან ჩანს!
02.02.2016
usa
ვერ გავიგე - რა მაგალითს აძლევს ეს დანარჩენ მსოფლიოს ??? ანუ ისევ მარქსიზმ ლენინიზმის უტოპიაა... სახელმწიფო რათქმაუნდა - ვალდებულია დაეხმაროს მოქალაქეებს - მაგრამ ,,, ეს რა მუქტახორების იდეოლოგიაა
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1474 ლარი გახდა.
კომპანია Apple-ის ხელმძღვანელის ტიმ კუკის განცხადებით, ამერიკულმა გიგანტმა შესაძლოა, ამერიკის ფარგლებს გარეთ საკუთარ საფასო პოლიტიკას გადახედოს.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი დაეცა.
2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „მალაიზიის ავიახაზების“ MH17 რეისის მგზავრთა ოჯახებმა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
სამწუხაროდ, საქართველოში თვითდასაქმებულები თავს დასაქმებულებად მაინცდამაინც არ თვლიან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Palitranews-ის ახალ პროექტში „ჩემი კითხვა” განაცხადა.
სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ საპროტესტო აქციას მართავს.
ქვეყანაში ლარზე არნახული მოთხოვნაა, ამ ფაქტს სახაზინო ვალდებულებების აუქციონიც ადასტურებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი შეისყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, "ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსმა" და "ჰანიველ პარტნერსმა" 120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.05.2016
ევროკომისიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.
სრულად
24.05.2016
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
სრულად
24.05.2016
თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ადასტურებს, რომ ჯავშანმანქანა "დიდგორის" კონგოში ექსპორტის პროექტზე თავდაცვის უწყებამ უარი თქვა.
სრულად
24.05.2016
”საპარტნიორო ფონდს” საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია ესტუმრა.
სრულად
24.05.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1474 ლარი გახდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.05.2016
25.05.2016
USD
1
USD
2.1459
2.1474
EUR
1
EUR
2.4045
2.4014
GBP
1
GBP
3.1047
3.1324
RUB
100
RUB
3.1996
3.2100