მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს რიგით მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია

„ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

„ფორბსის“ ინფორმაციით, 2 თებერვალს, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე დასრულებული ვაჭრობის შედეგად, 31 წლის მარკ ცუკერბერგის ქონებამ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. შედეგად, ცუკერბერგმა უკან ჩამოიტოვა „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი (49,1 მილიარდი დოლარი) და მექსიკელი კარლოს სლიმი (49 მილიარდი დოლარი), რომლებიც შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე დაქვეითდნენ.

„ფორბსის“ ცნობით, 28 იანვარს ჯეფ ბეზოსმა „ამაზონის“ აქციების ფასის ვარდნის გამო 6 მილიარდი დოლარი დაკარგა. თუმცა, 28 იანვრის შემდეგ „ამაზონის“ აქციების ფასი კიდევ 13%-ით გაუფასურდა.