Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით რეისების რაოდენობას ამცირებს

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways -მა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფრენების შემცირების მიზეზი მგზავრთა ნაკადის შემცირებაა.

Georgian Airways-ის ინფორმაციით, მოსკოვის მიმართულებით რეისები 1 თებერვლიდან შემცირდება.

საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით ფრენას ოთხი ავიაკომპანია ახორციელებს. აქედან 34% კომპანია Georgian Airways-ზე მოდის.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე